"ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს" - რეზი არველაძე ბილეთების სკანდალზე

"ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს" - რეზი არველაძე ბილეთების სკანდალზე

"ქრონიკასთან" საუბარში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი. რეზი არველაძემ "ბარსელონა-სევილიას" მატჩის ბილეთების სკანდალის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტი დაინტერესდა რამდენად დააზარალებს შექმნილი პრობლემა საქართველოს იმიჯს ევროპულ საფეხბურთო ოჯახში.

"მე არ ვიტყოდი, რომ რამენაირად დაგვაზარალებს, რადგან ეს ტექნიკური პრობლემაა და ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს. ჩვენს ქვეყანაში ასეთი დონის თამაში პირველად ტარდება. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ბილეთების დიდი რაოდენობა ონლაინ-გაყიდვების საშუალებით გაყიდულიყო - ისევე როგორც ყველა დანარჩენ დიდ ქალაქებში, სადაც ჩატარებული ასეთი დონის მატჩი. ამისთვის საქართველოს მასშტაბით ყველაზე უფრო ძლიერი კომპანია შეირჩა. ყველა გადაწყვეტილებას ამ თამაშთან დაკავშირებით იღებს UEFA და ისევე როგორც ნებისმიერი გულშემატკივარი მივა ამ მატჩზე, მეც, თქვენი მონა მორჩილი ზუსტად ასეთივე სტუმარი ვიქნები ამ თამაშზე. დაპატიჟებული ვართ თამაშზე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველამ, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, შეუწყოს ხელი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ონლაინ-გაყიდევბი და თითოეულმა გულშემატკივარმა შეძლოს იმ 4 ბილეთის ყიდვა, რაც დღეს დილას უნდა დაწყებულიყო. დანარჩენი იურიდიული, თუ სხვა საკითხები პრობლემის მოგვარების შემდეგ უფრო მარტივად გაირკვევა ასეთ ცაიტ-ნოტში", - აღნიშნა არველაძემ.

რეზი არველაძემ პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, სათადარიგო გეგმის შესახებაც ისაუბრა.

"თავისთავად, არსებობს ასეთი გეგმაც, თამაში ხომ არ ჩაიშლება. 11 აგვისტომდე დაახლოებით თვენახევარია და, რასაკვირველია, რაღაც სარეზერვო ვარიანტი გამოჩნდება. ამას დღეს ვერ გეტყვით, რადგან აქ მთავარი მოთამაშე უეფაა. ჩვენ ყველა ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, როცა ხარვეზი აღმოიფხვრება. მოძებნილი იქნება ალტერნატივა. ძალიან ცივილური გადაწყვეტილება იყო, რომ ბილეთები ონლაინრეჟიმში გაყიდულიყო. ისევე როგორც ამას ყველა დანარჩენ თამაშზე აკეთებდა UEFA-ა. სიცხეში, რიგში ზღვა ხალხის გდომას და წვალებას ჯობდა, რომ ასე მარტივად გადაწყვეტილიყო საკითხი. ამისთვის ამ კომპანიასთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქართველი გულშემატკივარი დავაწყნაროთ. აქ ფეხბურთის ფედერაცია არაფერ შუაშია და ძალიან გთხოვთ, დამნაშავედ ნუ გამოგვიყვანთ. როცა ჩვენს ქალაქს ასეთი დიდი დღესასწაული ელოდება, ყველამ ერთად ვცადოთ, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოვაგვაროთ პრობლემა", - განაცხადა რეზი არველაძემ.

იხილეთ ასევე: Biletebi.ge-მ იმდენი ხალხი გადააგდო, "ოცნება" გაკვირვებული დარჩა - გაბრაზებული გულშემატკივრების ყველაზე სასაცილო კომენტარები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია