დეკოლტე, შორტები და მოკლე კაბა - რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში ჩაცმულობას

 დეკოლტე, შორტები და მოკლე კაბა - რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში ჩაცმულობას

ჩაცმულობა ხშირად ხდება განსჯის საგანი, როცა საქმე ეკლესიაში შესვლას ეხება. შარვალი, დეკოლტე, შორტები თუ მოკლე კაბა ტაძარში შესასვლელად მისაღები არ არის. თუმცა როცა სახლიდან ყოველდღიური ჩაცმულობით გავდივართ, წინასწარ არ ვფიქრობთ, რომ დღის განმავლობაში ტაძარში მოგვიხდება შესვლა.

როგორი ჩაცმული უნდა შევდიოდეთ ეკლესიაში? რა მნიშვნელობა აქვს, ქალს კაბა ეცმევა თუ შარვალი? ამ და სხვა საკითხებზე განმარტებას გვაძლევს წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია).

-მამაო, რატომ არ შეიძლება ქალის შარვლით შესვლა ტაძარში და საიდან მომდინარეობს ეს ტრადიცია?

- შარვალი ძველად საერთოდ არ არსებობდა. მისი ტარება მეხუთე საუკუნიდან დაიწყეს, რაც ბაროსთა ადათებს მიეწერება. მოწესრიგებული ადამიანი - არც ქალი და არც კაცი, შარვალს არც კი ეკარებოდა. ასე იყო რომში, პალესტინაში, ბიზანტიაში. ქრისტიანები "ტუნიკებით" დადიოდნენ და თუ ადამიანს შეკრული ჰქონდა სამოსი შარვლის სტილში, ის ბარბაროსად მიაჩნდათ, მართლმადიდებლები კი ტაძარში არ უშვებდნენ. ვინაიდან ტუნიკით მამაკაცები მოხერხებულად ვერ ჯდებოდნენ ცხენებზე, ამიტომ შარვლები შემოიღეს.

- რატომ იკრძალება ტაძარში შარვლით შესვლა? სწორია თუ არა, როდესაც მოძღვარი შარვალსა და შორტებში გამოწყობილ ქალს ტაძარში შესვლას უკრძალავს?

- ეკლესიაში პირველად თუ შემოდის ადამიანი და შარვალი აცვია, არ უნდა ვეკვეთოთ და ვუთხრათ: აქ შენი ადგილი არ არის და გარეთ გადიო. როგორი იქნება, მრუშს რომ ვუთხრათ: მრუშობა კანონით ისჯება და ამიტომ ნუ შემოდიხარ ტაძარშიო. მრუშობა აღმატებული ცოდვაა თუ შარვლის ჩაცმა? ტაძარში შარვლით შემოსულს მივცეთ გაანალიზების საშუალება, თუ რატომ არ უნდა ეცვას ასე.

განაგრძეთ კითხვა

მესტიაში სამაშველო ოპერაციის დროს, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - "უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი და დახმარებას ითხოვდა"

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება - ეხება თუ არა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს

საქართველოში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო  24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში