"მოხალისეებს უფლება ჰქონდათ, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ" - ტრაგედიის აქამდე უცნობი დეტალები

"მოხალისეებს უფლება ჰქონდათ, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ" - ტრაგედიის აქამდე უცნობი დეტალები

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ, მომზადებულ ფილმში "ვინ შეუკვეთა მკვლელობა ვერეს" საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი.

როგორც "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმიდან ირკვევა, კრიზისების მართვის საბჭოს გადაწყვეტილებით, მდინარე ვერეს კანალიზაციის კოლექტორი მიუერთეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხალისეებს მუშაობა კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ მდინარეში უწევდათ, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

"მოხალისეებს უფლება ჰქონდათ, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ. თუმცა, ეს ინფორმაცია მათთვის ისე, როგორც ვერესა და მტკვრის წყალთან შეხებაში მყოფი სხვა ადამიანებისთვის, არავის მიუწოდებია. გარდა იმისა, რომ ამით საზოგადოების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება დაირღვა, დამალული ინფორმაცია დამალული რისკების საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ. რისკების არასწორმა გათვლამ და პროგნოზის არქონამ კი, ერთი მძიმე შედეგი უკვე დააყენა ქვეყანაში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა რისკს შეიცავს დღეების განმავლობაში, ადამიანებით სავსე ვერეში კანალიზაციის კოლექტორის ჩაშვება", - აღნიშნულია ფილმში.

"გამომძიებელი რეპორტიორი" "Georgian water and power-საც" დაუკავშირდა, რომელსაც დედაქალაქის წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მართვა და კონტროლი ევალება. კომპანიის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ ვერეს ნამდვილად მიუერთდა კანალიზაციის კოლექტორი და განაცხადეს, რომ ამის გაკეთება აღდგენითი სამუშაოების წარმართვისთვის გახდა საჭირო და ქალაქის ხელმძღვანელობის თხოვნით მოხდა.

"სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ გარემოსა და ჯანდაცვის სისტემაში პრევენციაზე მომუშავე სამსახურისთვის, არც დაავადებათა ეროვნული ცენტრისთვის, არც ჯანდაცვის სხვა სამსახურებისთვის. ეს კი მაშინ, როცა ქალაქს არ აქვს ცენტრალიზებული სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც ექნებოდა შესაბამისი კომპეტენცია, უფლებამოსილება და ვალდებულება, მსგავსი შემთხვევების დროს განეხორციელებინა სანიტარული ზედამხედველობა, შეექმნა ინფორმაციული ბაზა და განესაზღვრა ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება, ეს ყოველგვარ მიზანშეწონილობას მოკლებული ქმედებაა", - ნათქვამია ფილმში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია