როდიდან შეძლებს გულშემატკივარი სუპერთასის ბილეთების შეძენას - Biletebi.ge-ს მორიგი განცხადება

როდიდან შეძლებს გულშემატკივარი სუპერთასის ბილეთების შეძენას - Biletebi.ge-ს მორიგი განცხადება

ამ დროისთვის Biletebi.ge-ზე უეფა-ს 2015 წლის სუპერთასის ბილეთები ისევ არ იყიდება. "ყურადღება: UEFA 2015 წლის სუპერთასის ბილეთები ამჟამად არ იყიდება" , - წერია Biletebi.ge-ს ვებგვერდზე, სადაც შესვლა დღესაც რთულია. საიტის ადმინისტრაციის განცხადებით, აპარატურა განახლდა და ვარაუდობენ, რომ ხარვეზები დღეს აღმოიფხვრება.

გუშინ კი Biletebi.ge-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიყიდა მხოლოდ 30 ბილეთამდე.

"უკვე გაყიდული ბილეთები არ გაუქმდება. გასაყიდად დარჩენილია 29 000-მდე ბილეთი! თუ როდის შეძლებთ დარჩენილი ბილეთების ყიდვას, ჩვენს გვერდზე დავწერთ, სისტემის გაშვებისთანავე", - ეწერა ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, საიტზე ტექნიკური პრობლემები შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში აღმოიფხვრას.

Biletebi.ge-ზე სუპერთასის ბილეთების გაყიდვა გუშინ დილიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი მალევე გაითიშა. 11 აგვისტოს, თბილისში, "დინამო არენაზე" 22:45 საათზე "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია