გააუქმებს თუ არა უეფა კონტრაქტს biletebi.ge-სთან: სიჭინავა შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

 გააუქმებს თუ არა უეფა კონტრაქტს biletebi.ge-სთან: სიჭინავა შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

გამორიცხულია, რომ biletebi.ge-სთან კონტრაქტი გაუქმდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განუცხადა. მისი თქმით, კონტრაქტი არ ითვალისწინებს შერჩეული კომპანიის შეცვლას, თუმცა ითვალისწინებს პრობლემების აღმოფხვრას. როგორც სიჭინავა აცხადებს, უეფა-ს პოზიცია სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დაახლოებით ორ საათში გახდება ცნობილი.

"მთელი ღამის განმავლობაში გვქონდა biletebi.ge-სთან კონტაქტი, გვარწმუნებდნენ, რამდენიმე წუთში ჩაირთვებოდა საიტი. ბოლოს ველაპარაკეთ დილის 07:00 საათზე და გვითხრეს, რომ პრობლემა ვერ მოგვარდა. ეუფა-ში ამ დროისთვის სამუშაო საათები არ დაწყებულა. სულ ცოტა ხანში გვექნება კიდევ ერთი კავშირი და დაახლოებით ორ საათში გვეცოდინება ეუფა-ს პოზიცია", - განაცხადა სიჭინავამ. მისივე თქმით, უეფა-სა და biletebi.ge-ს შორის გაფორმებულ კონტრაქტში წერია, რომ კომპანიამ, რომელმაც აიღო თავისთავზე ბილეთების გაყიდვა, უნდა უზურნველყოს და ყველაფერი გააკეთოს ამისთვის.

"ეს არის ეუფა-ს არჩეული და შესაბამისად კონტრაქტორი კომპანია. გამორიცხულია, biletebi.ge-ს გააუქმდეს კონტრაქტი. კონტრაქტი კომპანიის ცვლილებას ან რაიმე ჯარიმას არ ითვალისწინებს. ასევე წარმოუდგენელია, თვენახევრით ადრე ახალი კონტრაქტორის ძიება. biletebi.ge-ს შერჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უეფა-ს მიერ არის მიღებული. ჩვენ ჩვენის მხრივ biletebi.ge-ს ყოველთვის ვეუბნებოდით და ვეკითხებოდით, თუ წარმოუდგენიათ, რამდენი ადამიანი შევა საიტზე ერთდროულად და მოახდენენ თუ არა ამის უზრუნველყოფას, მათგან კი მხოლოდ დადებით პასუხს ვიღებდით", - განაცხადა სიჭინავამ.

მისი თქმით, ფედერაციას გეგმის "ბ" ვარიანტი არ აქვს, რადგან ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ უეფა იღებს. ამასთან, ფეხბურთის ფედერაციაში ელოდებიან biletebi.ge-ს წარმომადგენლებს, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია