"ეს ყველაფერი გიორგის დამსახურ­ებაა" - პირველი ლედის სიხარულის ბაღი

"ეს ყველაფერი გიორგის დამსახურ­ებაა" - პირველი ლედის სიხარულის ბაღი

მოქმედი პრეზიდენტის მეუღლესთან არასდროს მისაუბრია. ეს პირ­ველი შემთხვევაა. ჩვენი პრეზიდენტი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გამორჩეული ადამიანები არიან, ხალხს არ გაურბიან, მათთან ურთიერთობა იოლია და სასიამოვნო. ამჯერად ქალბატონი მაკა იმ ბაღზე გვესაუბრება, რომელიც მათი ოჯახისთვის ძალ­იან მნიშვნელოვანია და სადაც არც თვითონ და არც პრეზიდენტი შრომას არ თაკილობენ.

- ქალბატონო მაკა, მოგვიყევით თქვენს არაჩვეულებრივ ბაღზე.

- მას შემდეგ, რაც დუშეთში გადავ­ედით საცხოვრებლად, ბაღის მოვლის სურვილი გამიჩნდა. ყველაფერი კი ერთი ხვიარა ვარდით დაიწყო, რომელსაც მეც და გიორგიც თავს ვევლებოდით.

ყოველთვის ვნატრობდი, ეზოიანი სახლი მქონოდა, მიწა, სადაც ბაღს გავაშენებდი და მცენარეებს მოვუვლიდი. თუმცა, ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა, რადგან ბაღს, ბოსტანსა და ხეხილს სხვაგვარი დაპროექტება სჭირდება. უნდა იცოდე, სად რა ტიპის მცენარე დარგო, ბოსტნეულს სად და როგორ მიუჩინო ადგილი. ყველა მცენარეს შეწამვლა სჭირდება, ნიადაგის განოყიერება, გამარგვლა, გასხვლა... ყველაფერს უცებ ვერ ისწავლი, ეს დროთა განმავლობაში მოდის და რაც მეტი მცენარე გაქვს, მით მეტი დრო და ენერგიაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეზოში ბევრი ციცარი, კატა და ძაღლი გვყავს. აბა, როგორ ავუხსნა მათ, რომ მცენარეებზე სირბილი არ შეიძლება? ჰოდა, ხშირად მიფუჭებენ ნარგავებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია