რა შემოსავლებს ფლობს მინდია ჯანელიძე - კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის დეკლარირებული ქონება

რა შემოსავლებს ფლობს მინდია ჯანელიძე - კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის დეკლარირებული ქონება

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად ცოტა ხნის წინ დაინიშნა. თუმცა, 37 წლის მინდია ჯანელიძე ამ თანამდებობას რამდენიმე წლის წინაც იკავებდა.

ალბათ, ინტერესს მოკლებული არ იქნება მინდია ჯანელიძის ქონებრივი დეკლარაციის გაცნობა. სხვათა შორის, სხვა ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, ჯანელიძის ქონებრივი დეკლარაცია არცთუ ისე მსუყეა. მის სახელზე სულ სამი ქონებრივი დეკლარაციაა:

პირველი დეკლარაცია მინდია ჯანელიძემ 2013 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე ყოფნისას შეავსო. ოჯახის წევრების გრაფაში ვკითხულობთ: მეუღლე - ეკატერინე ჯანელიძე, შვილები - თეიმურაზ და მარიამ ჯანელიძეები. იმ დროისთვის მინდია ჯანელიძის უძრავი ქონების ნუსხა ასეთია: 115 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე, 20 კვ/მ ფართობის ავტოფარეხი და მოსკოვის გამზირზე მშენებარე ბინა. მინდია ჯანელიძის საკუთრებაშია 2002 წლის გამოშვების ავტომანქანა merсedes benz ML 320.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: მინდია ჯანელიძის სახელზე "თიბისი" ბანკში ორი სახელფასო ანგარიშია, ერთზე - 5 000 ლარი, ხოლო მეორეზე - 500 ლარია. ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე - 3 000 ლარი, ხოლო საქართველოს ბანკის საკრედიტო ანგარიშზე - 1 500 ლარი. მინდია ჯანელიძის წლიური შემოსავლების ნუსხა კი ასეთია: საქართველოს დაზვერვის სამსახურში ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 29 549 ლარი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორობისას კი 8324.00 ლარი მიუღია. მეუღლის, ეკა ჯანელიძის წლიურმა შემოსავალმა "სტი ტრეველ ჯორჯიაში" თრეველ კონსულტანტის თანამდებობაზე ყოფნისას 10 080 ლარი შეადგინა. ამავე დეკლარაციის მიხედვით, მინდია ჯანელიძის იპოთეკური სესხი 26 000 აშშ დოლარს შეადგენს.

მომდევნო, 2014 წლის 13 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მინდია ჯანელიძის ოჯახში მატებაა - ჯანელიძეებს კიდევ ერთი ვაჟი - მათე ჯანელიძე შეეძინათ. დეკლარაცია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის რანგში აქვს შევსებული. უძრავ ქონებაში სიახლეა იმ მხრივ, რომ მოსკოვის გამზირზე მშენებარე ბინა დასრულდა, რომლის 100%-იანი მფლობელიც თავად ჯანელიძეა. მეუღლე, ეკატერინე ჯანელიძე კი ფალიაშვილზე მდებარე 90კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის 100%-იანი მესაკუთრეა. მინდია ჯანელიძეს ავტომანქანა იგივეა, ხოლო მისი მეუღლის მფლობელობაშია SUZUKI sX4 s-cross, 2013 წლის გამოშვება.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: მინდია ჯანელიძეს "თიბისი" ბანკში კვლავ 2 სახელფასო ანგარიში აქვს, რომლებზეც 2 400 და 500 ლარია, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე - 100 ლარი. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე ყოფნისას მინდია ჯანელიძის წლიურმა შემოსავალმა 92 566 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მეუღლეს, ეკატერინე ჯანელიძეს, ირკვევა, რომ ის სამეწარმეო საქმიანობით ყოფილა დაკავებული - შპს "თრეველ პორტის" დირექტორია და მისმა წლიურმა შემოსავალმა 19 500 ლარი შეადგინა. ასევე, ეკატერინე ჯანელიძეს გაცემული იჯარიდანაც მიუღია სარგებელი - 12 000 ლარი. თუმცა, იჯარის შესახებ ინფორმაცია არ არის. ამავე დეკლარაციის მიხედვით, მინდია ჯანელიძე კვლავ სარგებლობს იპოთეკური სესხით - 69 000 აშშ დოლარი.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია