შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიისას საჰაერო ევაკუაცია?

შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიისას საჰაერო ევაკუაცია?

13-14 ივნისს თბილისის ერთი ნაწილი ძალიან დაზიანდა. გვერწმუნეთ, ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისა და გაანალიზების შემთხვევაში სტიქიის შედეგები ასეთი ტრაგიკული არ იქნებოდა; ასევე, დროულად უნდა ჩართულიყვნენ სამაშველო სამუშაოებში ძალოვანი სტრუქტურები, უპირველესად კი - არმიის დანაყოფები და გამოეყენებინათ საბრძოლო და სპეციალური ტექნიკა.

რას ვგულისხმობთ?

პირველი: დავალების დროულად მიღების შემთხვევაში, საჯარისო სადაზვერვო ჯგუფებს შეეძლოთ ახალდაბა-წყნეთის რაიონში სიტუაციის დაზვერვა, ვიდეო და ფოტოგადაღება (უკეთესი იქნებოდა, თუკი მათ გვერდით პროფესიონალი გეოლოგებიც იქნებოდნენ) და მოპოვებული მასალის დროულად მიწოდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთვის.

ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა თბოვიზორული აპარატურით აღჭურვილი შვეულმფრენებიდან ან უპი­ლ­ოტო საფრენი აპა­რა­­ტიდან ღამითვე მდ­. ვე­­რეს კალაპოტის დაზვერვა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია