ნინო გვენეტაძე "კაბელების საქმის" მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელბს? - რა ინფორმაცია მიაწოდა "რუსთავი 2"-ს ირაკლი ალასანიამ

ნინო გვენეტაძე "კაბელების საქმის" მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელბს? - რა ინფორმაცია მიაწოდა "რუსთავი 2"-ს ირაკლი ალასანიამ

საერთო სასამართლოები სკანდალში ეხვევა. კონფიდენციალურმა წყარომ "რუსთავი 2"-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელზე ზეწოლა განხორციელდა.

ამ ინფორმაციით, დავით ჯუღელზე ზეწოლა ნინო გვენეტაძემ განახორციელა. ჯუღელი ამის შემდეგ უკვე იმყოფებოდა იტალიისა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებში და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს ირაკლი ალასანიამ მიაწოდა. როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, მან ეს ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსაც მიაწოდა.

თავად ნინო გვენეტაძეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელი ლევან მურუსიძე კი აცხადებს, რომ მისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ იყო და ის ამ საქმით დაინტერესდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ