უსაფრთხოა თუ არა სასმელი წყალი თბილისში: როგორ მოიქცეთ, თუ რაიმე ეჭვი, ან პრეტენზია გაგიჩნდებათ

უსაფრთხოა თუ არა სასმელი წყალი თბილისში: როგორ მოიქცეთ, თუ რაიმე ეჭვი, ან პრეტენზია გაგიჩნდებათ

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, თბილისის მოსახლეობისთვის დღეს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის რეკომენდაციებს.

"სასმელი წყლის ხარისხი, დღეს, დედაქალაქში მთლიანად აკმაყოფილებს "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით" გათვალისწინებულ პარამეტრებს", - აცხადებენ კომპანიაში.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალური Facebook-გვერდით თბილისელებს საშუალება აქვთ, ყოველდღიურად გაეცნონ "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით" გათვალისწინებულ პარამეტრებსა და კომპანიის წყალსადენის სათავო ნაგებობებიდან მიღებული სასმელი წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ აბონენტს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით რაიმე სახის ეჭვი ან პრეტენზია გაუჩნდება, შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს (2 93 11 11) ან Facebook-ის გვერდს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია