საგანგებო თათბირი კრიზისების მართვის საბჭოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო

საგანგებო თათბირი კრიზისების მართვის საბჭოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო

24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საგანგებო თათბირი გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საბჭოდან აცნობეს, თათბირზე დაიგეგმა გასატარებელი ღონისძიებები საფრთხის პრევენციისა და შედეგების შემსუბუქების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სსიპ "112"-ის, თბილისის მერიის და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით 24 ივნისის დღის ბოლოდან და 25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა.

იხილეთ ამინდის პროგნოზი ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია