ექნება თუ არა სააკაშვილს პრეტენზია უკრაინის პრემიერობაზე? - დავით საყვარელიძის კომენტარი

ექნება თუ არა სააკაშვილს პრეტენზია უკრაინის პრემიერობაზე? - დავით საყვარელიძის კომენტარი

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად უკრაინის სამხრეთის გასამაგრებლად დანიშნა. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ"-ს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ განუცხადა.

კითხვაზე, კიდევ რა ამოცანები დაუსახა უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს, საყვარელიძემ აღნიშნა: "ვფიქრობ, მათ ერთმანეთის კარგად ესმით. მიშასთვის აუცილებელიც არ არის ამოცანის დასახვა, მას ბრწყინვალედ ესმის, რა სჭირდება უკრაინას. ის პრეზიდენტისთვის ყველაზე უპრობლემო გუბერნატორი იქნება. ის უჩვენებს კიდეც, როგორი მუშაობაა საჭირო ბიზნესთან, კორუფციასთან საბრძოლველად, როგორ უნდა განვითარდეს ტურისტული და საინვესტიციო კლიმატი. ეს ყველაფერი მიშამ კარგად იცის", - აღნიშნა საყვარელიძემ.

მანვე უარი განაცხადა კომენტარისგან კითხვაზე, ექნება თუ არა სააკაშვილს მომავალში პრეტენზია უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე. "მე არ ვიცი. პოლიტიკოსი არ ვარ და არ მაქვს უფლება ასეთი დასკვნები ვაკეთო", - განაცხადა საყვარელიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."