დრო იწურება! - გულშემატკივრები ევროპის სუპერთასის ბილეთების ყიდვის მოლოდინში

დრო იწურება! -   გულშემატკივრები ევროპის სუპერთასის ბილეთების ყიდვის მოლოდინში

ევროპის სუპერთასის ბილეთების ონლაინ-რეჟიმში გაყიდვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. სწორედ ხვალ, 18:00 საათამდე იწურება 48 საათიანი ვადა, რომელიც პრობლემების აღმოსაფხვრელად უეფა-მ biletebi.ge-ს მისცა. როგორც ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია. სფფ-ს ინფორმაციით, ხვალ 17:30 საათიდან 18:00 საათამდე ონლაინკონსულტაცია გაიმართება ფედერაციასა და უეფას შორის, რომლის დროსაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ რა საშუალებით გაიყიდება ბილეთები.

უეფას სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ს უნდა გაეყიდა, თუმცა ჭარბი რაოდენობის მსურველის გამო საიტის სერვერმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა. ამის გამო 30 000 ბილეთიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული გაიყიდა. შექმნილი პრობლემების გამო, გუშინ ფედერაციის ოფისში ჯერ სფფ-ს პრეზიდენტსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, შემდეგ კი პრეზიდენტსა და უეფა-ს შორის ონლაინ-კონსულტაციები შედგა. კონსულტაციების შემდეგ, სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ უეფა-მ biletebi.ge-ს ტექნიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად 48 საათი მისცა, რაშიც დახმარებას ამერიკული კომპანია გაუწევს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, ამოქმედდება გეგმა b, თუმცა რას ითვალისწინებს ალტერნატიული ვარიანტი, ამ დროისთვის უცნობია.

ევროპის სუპერთასი თბილისში, "დინამო არენაზე", 11 აგვისტოს გაიმართება და ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპა ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია