"biletebi.ge-ს 60 %-ის მფლობელი შსს მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილეა” - გოგა ხაჩიძე

"biletebi.ge-ს 60 %-ის მფლობელი შსს მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილეა” - გოგა ხაჩიძე

გოგა ხაჩიძის თქმით, biletebi.ge-ს 60 %-ის მფლობელი, შსს მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით მიზანდარია. ამის შესახებ ხაჩიძემ "ფეისბუქზე" განაცხადა.

"როგორც მითხრეს, აწ უკვე მსოფლიოში ცნობილი საიტის - biletebi.ge-ს 60 %-ის მფლობელი ყოფილა დავით მიზანდარი.

აბაა...

- და თქვენ რა შუაში ხართ?!

- ა ხო, თქვენ იმ შუაში ხართ, რომ გადაამოწმეთ აბა, შსს მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე - დავით მიზანდარი, სრულიად შემთხვევით იგივე პიროვნება ხომ არაა?...

ჰოდა რომ გადაამოწმებთ, მერე იმის გარანტიებიც აიღეთ, რომ მომსახურების სააგენტოც არ გაჭედავს ზემოთ ხსენებული საიტივით", - წერს ხაჩიძე.

ლაშა ტალახაძე გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში გაეხვა - "კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო?!"

"გადავწყვიტე, ხალხს სიმართლე დავანახო...", - რას წერს კორონავირუსის საფრთხის გამო, აეროპორტიდან ინფექციურში გადაყვანილი 25 წლის ქალი

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ციას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ - ოჯახის ახლობელი ჟურნალისტებს მიმართავს