2010-2015 წლებში უცხოეთში დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე - გახმაურებული სპეცოპერაციები

2010-2015 წლებში უცხოეთში დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე - გახმაურებული სპეცოპერაციები

ევროპაში ქართველების ხმაურიანი დაკავება დიდი ხანია არავის უკვირს. ესპანეთისა და საფრანგეთის ქალაქები უკვე წლებია, ქურდული სამყაროს შტაბბინებად იქცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ ქვეყნების სამართალდამცავები იძულებული გახდნენ, ქართული მაფიის ასალაგმად ტრანსნაციონალური სპეცოპერაციებიც კი ჩაეტარებინათ (მაგალითად, "იავა" და "ოსა" - ესპანეთში).

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ის კვლევის შედეგების მიხედვით, 2010-2015 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის საქართველოს 3 715 მოქალაქეა დაკავებული. როგორც ანგარიშშია ნათქვამი: "2015 წლის 25 მარტს IDFI-იმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა 2010-2015 წლებში საზღვარგარეთ დაკავებული და საზღვარგარეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ დეტალური (დანაშაულის სახეების და ქვეყნების მიხედვით) სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით.

2015 წლის 28 აპრილს სამინისტროდან მოწოდებული იქნა, მხოლოდ 23 ქვეყანაში (არგენტინა, აშშ, ბელორუსი, ბულგარეთი, დანია, ეთიოპია, თურქეთი, თურქმენეთი, იაპონია, კანადა, კორეა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი და ჩინეთი) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და 4 ქალაქში (სალონიკი, ტრაპზონი, განჯა და მაინის ფრანკფურტი) საკონსულო დაწესებულების მონაცემები დაჯამებული სახით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აღნიშნული ქვეყნების მაგალითზე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2010-2014 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილ სამართალდარღვევათა გამო დაკავებულია 3 715 საქართველოს მოქალაქე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლამდე ყოველწლიურად შეინიშნება დაკავებულთა რაოდენობის მზარდი ტენდენცია. 2013 წელს 2010 წელთან შედარებით დაკავებულთა რაოდენობა გასამმაგებულია და შეადგენს 1 178 საქართველოს მოქალაქეს. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 695 მოქალაქემდე შემცირდა. 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითზე უკვე დაკავებულია საქართველოს 342 მოქალაქე." დეპორტირების/გამოძევების შემთხვევებს, როგორც კვლევიდან ირკვევა, 2010-2014 წლებში აღნიშნული ქვეყნებიდან სულ დეპორტირებულია 8 610 საქართველოს მოქალაქე.

სავარაუდოდ, შთამბეჭდავი იქნება 2015 წელს დაკავებული ქართველების რიცხვიც, რადგან წელს ევროპის ქვეყნებში რამდენიმე ხმაურიანი სპეცოპერაცია უკვე ჩატარდა:

საფრანგეთი

"ყოველდღიურად დანაშაულებრივი ქსელის ლიდერების მეთაურობით კოლოსალური რაოდენობის ძარცვა ხდებოდა, ზარალის ზუსტი დადგენა ძნელია, მაგრამ საუბარია ძალიან შთამბეჭდავ რიცხვზე." - ა.წ. 1-ელ ივნისს ამ განცხადებით ამ ცნო ვიცე-პროკურორმა გრეგის ვეილიმ საფრანგეთს მორიგი ხმაურიანი სპეცოპერაციის შესახებ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია