"გაქცეული ქვეშაფსია პრეზიდენტია თქვენი ლიდერი" - რატიანის და პაპუაშვილის დაპირისპირება განათლების კომიტეტის სხდომაზე

"გაქცეული ქვეშაფსია პრეზიდენტია თქვენი ლიდერი" - რატიანის და პაპუაშვილის დაპირისპირება განათლების კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს უმცირესობის დეპუტატი სერგო რატიანი და უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი დაუპირისპირდნენ. სხდომაზე "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.

უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა კომიტეტის წევრებს ძველი პერიოდი შეახსენა, როდესაც განათლების სისტემაში კორუფცია სუფევდა, ხოლო როინ მეტრეველი ჯავახიშილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. რატიანის თქმით, სწორედ ამ პერიოდში განათლების სისტემაში 50 მილიონი ლარი ქრთამის სახით ტრიალებდა.

"როინ მეტრეველი მოიყვანეთ თქვენ უკან აკადემიაში. რაზეა აქ საუბარი. ხდებოდა ეს განათლების სისტემაში, სადაც 50 მილიონი ქრთამის სახით ტრიალებდა და ეს წინა ხელისუფლების დროს მოისპო. ამ დროს იქ როინ მეტრეველი იყო ხელმძღვანელი", - აღნიშნა სერგო რატიანმა კომიტეტის სხდომაზე. რატიანის ამ განცხადებას ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დემაგოგიას ეწევა და მისი ლიდერი "ქვეშაფსიაა".

"ჭაობში თქვენ დაწიეთ ქვეყანა და გაანადგურეთ. ხალხი დახოცეთ. როინ მეტრეველის განათლებამდე ვერასოდეს მიხვალთ. დემაგოგიამდე მიდიხართ ახლა კომიტეტის სხდომაზე. ეს არის "ნაციონალური მოძრაობა". ქვეყნიდან გაქცეული ქვეშაფსია პრეზიდენტის ხალხი გყავდათ ხელისფლებაში. გაქცეული ქვეშაფსია პრეზიდენტია თქვენი ლიდერი. ნუ არღვევ ატმოსფეროს და ჯობია კანონზე ილაპარაკო", - განაცხადა პაპუაშვილმა, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."