ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ფედერაციაში უეფას წერილს ელოდებიან

ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ფედერაციაში უეფას წერილს ელოდებიან

biletebi.ge უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის მზად არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბილეტები.გე-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა განუცხადა. თუმცა, მისი თქმით, უეფასთან ფეხბურთის ფედერაციასა და მათი კომპანიის მოლაპარაკებები გრძელდება და ამასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.

მისივე თქმით, თუ რა საშუალებით გაიყიდება ბილეთები, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს.

ჟურნალისტები ჩხიკვიშვილისგან დაინტერესდნენ, იკავებს თუ არა კომპანიის დირექტორობას დავით მიზანდარი, რომელიც მომსახურების სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და რამდენად კანონიერია ეს. ჩხიკვიშვილის თქმით, დავით მიზანდარი არის biletebi.ge-ს დამფუძნებელი, ხოლო დირექტორის თანამდებობა არ უკავია.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით კი, ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც ფედერაციაში უეფას ოფიციალური წერილი მოვა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია