თბილისში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს: სინოპტიკოსები ანომალიურ სიცხეებს ვარაუდობენ

თბილისში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს: სინოპტიკოსები ანომალიურ სიცხეებს ვარაუდობენ

სინოპტიკოსები წელსაც ანომალიურ სიცხეებს ვარაუდობენ, - იუწყება გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სახელწოდებით - "ზაფხული ჩვეულებრივზე უფრო ცხელი იქნება - სინოპტიკოსები".

გამოცემას  ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსი, სვეტლანა ნიორაძე ესაუბრება. მისი თქმით, ცალკეულ დღეებში საშუალო ტემპერატურა 40 გრადუსამდე დაფიქსირდდება, ამიტომ იგი საზოგადოებას მთაში დასვენებას ურჩევს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი ბევრი სითხის მიღებას და ღია ფერის სამოსის ტარებას გვირჩევენ.

"ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების (ფაღარათი) შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებების რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც სავარაუდოდ, დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში და მოსახლეობას საკვების მომზადების პროცესში, ჰიგიენის მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია