ჯუნა დავითაშვილი შვილის კლონირებას და იმ ქვეყნად მასთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა

ჯუნა დავითაშვილი შვილის კლონირებას და იმ ქვეყნად მასთან ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდა

ცნობილი ნათელმხილველი ჯუნა დავითაშვილი 26 წლის ვაჟის, ვახოს გარდაცვალებას ძალიან განიცდიდა და მხოლოდ შვილიშვილებზე ოცნებობდა... და არა მხოლოდ ოცნებობდა. როგორც ირკვევა, დასახული მიზნისკენ აქტიურად მიიწევდა კიდეც. ამის შესახებ ხელოვნური განაყოფიერების კლინიკის "ალტავირას" გენერალური დირექტორი, ბიოფიზიკოსი სერგეი იაკოვნენკო ყვება.

"ჯუნა ათი წლის წინ გავიცანი, ის დაინტერესებული იყო კლონირების ტექნოლოგიებით. ძალიან განიცდიდა შვილის გარდაცვალებას და სერიოზულად გეგმავდა მის კლონირებას. ჯუნამ მომიყვა, რომ შვილის გარდაცვალებისთანავე მედიკოსებს მისი სპერმა ააღებინა. ეს ბიომასალა გაყინული იყო რამდენიმე წელი და ლაბორატორიაში ინახებოდა. შემდეგ ჯუნამ ის ჩვენი კლინიკის ბანკში გადმოიტანა. იმედი ჰქონდა, რომ შვილის კლონირებას შეძლებდა. მაგრამ ეს იდეა გადავაფიქრებინე.

მოგვიანებით მას ახალი იდეა გაუჩნდა - საკუთარი მომავალი შვილიშვილის ემბრიონის მიღება. რადგან არსებობდა გაყინული სპერმა, შესაძლებელი იყო დონორი კვერცხუჯრედის მოძებნა და ხელოვნური გზით მისი განაყოფიერება. გამოვიდოდა ჯუნას ვაჟის შვილი. ამასთან, ჯუნა ამბობდა, რომ თავად სურდა კვერცხუჯრედის დონორი ყოფილიყო და საკუთარი შვილიშვილი თავადვე გაეჩინა. მაგრამ ეს მხოლოდ ახალგაზრდა და ჯანმრთელმა ქალებმა უნდა ქნან, ჯუნას კი ჯანმრთელობა და ასაკი არ უწყობდა ხელს. ამიტომ სუროგატი დედის ვარიანტი შევთავაზე და ჯუნა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დამთანხმდა" - ყვება იაკოვნენკო.

ჯუნას შვილისადმი დამოკიდებულებაზე აგრეთვე კომენტარი გააკეთა მისმა ძმისშვილმა გენადი სარქისოვმა: "მას ძალიან უნდოდა ვახოს გაცოცხლება, ძალიან უყვარდა შვილი. უნდოდა მასთან კავშირი არ გაეწყვიტა და ამდენი ხნის განმავლობაში იმ მობილური ტელეფონის ნომრის გადასახადებს იხდიდა, რომელიც შვილს საფლავში ჩააყოლა. პერიოდულად ურეკავდა ხოლმე მას, მაგრამ როგორც ჩანს, აბონენტი მიუწვდომელი გახლდათ".

მომზადებულია msk.kp.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია