წყნეთი-ბეთანიის შემაერთებელ გზაზე კვლევითი სამუშაოები ჩატარდება

წყნეთი-ბეთანიის შემაერთებელ გზაზე კვლევითი სამუშაოები ჩატარდება

წყნეთი-ბეთანიის შემაერთებელ გზაზე, 13 ივნისს ჩამოწოლილი მეწყერის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტას" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სამუშაოები ჩატარდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "დელტადან" აცნობეს, მოხდება ადგილზე არსებულ ქანების შესწავლა სპეციალური სეისმოთოფის და სეისმომზომი ხელსაწყოების გამოყენებით.

სეისმოთოფის გამოყენებით ადგილზე განხორციელდება ხელოვნური სეისმური ტალღების გამოწვევა, რომელთა გაზომვა სპეციალური სენსორების საშუალებით მოხდება.

სსსტც "დელტას" ჩართულობა აღნიშნულ კვლევებში მიზნად ისახავს ქართული წარმოების სეისმოთოფების პროექტირებას და დამზადებას.

კვლევებში ჩართულნი არიან "დელტას" მეცნიერ-თანამშრომლები, რომელთა მიერ ხორციელდება ზემოთ აღნიშნული სპეცმოწყობილობების შესწავლა-პროექტირება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია