"ჩართეთ კონდიციონერი, საუნაში ხომ არ ვართ?"- ჯერ ვითხოვთ, შემდეგ ვყვირით, ვემუქრებით, მაგრამ შენც არ მომიკვდე...

"ჩართეთ კონდიციონერი, საუნაში ხომ არ ვართ?"- ჯერ ვითხოვთ, შემდეგ ვყვირით, ვემუქრებით, მაგრამ შენც არ მომიკვდე...

"დეიწყო ზაფხული და დეიწყო ჩვენი ტანჯვაც. სელაპებივით პირდაფჩენილები სადამდე ვისხდეთ? მძღოლს კონდიციონერის ჩართვა მოვთხოვოთ, თორემ გავიწურე ოფლში," - მოთქვამს ხანში შესული მამაკაცი, რომელიც ათი წუთის წინ ამოვიდა ყვითელ მიკროავტობუსში. მგზავრებმა წაუყრუეს, ზოგმაც ხელი ირონიულად ჩაიქნია. მამაკაცი არ გაჩერდა, თუმცა მის ნათქვამს მძღოლმაც წაუყრუა. სალონში აუტანელი სიცხეა. დავა რით დასრულდა, არ ვიცი, რადგან მომდევნო გაჩერებაზე ჩავედი...

ალბათ, ჯოჯოხეთშიც ისევე ცხელა, როგორც ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში. ჩვენს ასეთ ყოფაში ჩამგდებთ იმიერში იქაურ სიცხესთან შეგუება არ გაუჭირდებათ, ჩვენ კი აქ ვეწამებით, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ ჯილდოდ სამოთხეში მოვხვდებით. ხუმრობა იქით იყოს და, გაუსაძლისი ხდება 35 გრადუს სიცხეში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა. ძალს მძღოლია და ძალს - მგზავრები... ჯერ ვითხოვთ, შემდეგ ვყვირით, ვემუქრებით, მაგრამ შენც არ მომიკვდე. შეიძლება ათიდან მხოლოდ ერთმა მძღოლმა ჩართოს კონდიციონერი. ამ დროს ნიკო ლორთქიფანიძის უკვდავი ნაწარმოები "თავსაფრიანი დედაკაცი" მახსენდება: "გადიფრენს, იშოვის, გადივლის, გასცურავს, მიიფრენს, თავისას კი მიაღწევს" - დაახლოებით ასეა ჩვენი საქმე, მაგრამ უკვე მერამდენე ზაფხული იწურება მიზნის მიღწევის გარეშე. ზაფხულის განმავლობაში მძღოლების 90% კონდიციონერებს ცოცხალი თავით არ რთავს, საწვავს ბევრს წვავსო.

"თვითონ რა ენაღვლება, გაყოფს თავს ფანჯარაში და ნიავი დაუქიქინებს, ჩვენ ვიკითხოთ, სკვინჩებივით გაყურსულები ოფლში რომ ვცურავთ. უპატრონო ქვეყანაში ვართ," - შემომჩივლა მოხუცმა მამაკაცმა და კეფაზე სველი ცხვირსახოცი მოიგდო, - ეს რომ არ მქონდეს, აქამდე კარგა ხნის მკვდარი ვიქნებოდი"."

ეს პრობლემა ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება. როგორც წესი, სატრანსპორტო კომპანია 10 ივნისიდან მძღოლებს მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვისკენ მოუწოდებს. თუმცა, საქმე მოწოდების იქით აღარ მიდის და წლეულსაც, როგორც წინა წლებში, სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ხშირად მძღოლები ორ მიზეზს ასახელებენ: კონდიცირების ტექნიკურ ხარვეზებს ან სატრანსპორტო კომპანიისკენ იშვერენ ხელს, ყოველდღიური გეგმის თანხას თვიდან თვემდე გვიზრდიან, დანახარჯებს ვერ ავუდივართ და კონდიციონერი დამატებითი ხარჯიაო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია