რატომ გვიჭირს სუნთქვა? - შესაძლო მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

რატომ გვიჭირს სუნთქვა? - შესაძლო მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

სუნთქვის გაძნელებაზე საუბრისას, ბუნებრივია, იმთავითვე ფილტვის დაავადების თაობაზე გვიჩნდება ეჭვი. მართლაც, ბრონქებში ჰაერის თავისუფალი მოძრაობა, ფილტვის ჯანსაღი ქსოვილი, რომელშიც დაუბრკოლებლად ხდება აირთა ცვლა, ფილტვის სისხლის მიმოქცევა და თავისუფალი პლევრის ღრუ აუცილებელია, რათა ადამიანი ისე სუნთქავდეს, რომ სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანეს ამ პროცესს ვერც კი ამჩნევდეს.

ბრონქული ასთმა

სასუნთქი სისტემის დაავადებებით განპირობებული სუნთქვის გაძნელების განხილვას ბრონქული ასთმით დავიწყებთ. ეს სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც მათ შექცევად შევიწროებას იწვევს. სუნთქვის გაძნელების განმეორებითი შეტევის ეპიზოდებს ასთმის დროს ახასიათებს ხიხინი, ერთგვარი მსტვენი ხმიანობა სუნთქვისას, რომელიც უფრო უკეთ ისმინება ამოსუნთქვის დროს, შებოჭვის შეგრძნება გულმკერდში, ხველა ნახველის გაძნელებული გამოყოფით, ზოგჯერ - შეტევითი ხველა. ხშირად შეტევა ვითარდება ღამით ან დილაადრიან და თავისთავად ან სათანადო მედიკამენტების მიღების შედეგად გაივლის, სრულდება მოთეთრო გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით. ამ დაავადებამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა უმეტესად ბავშვობისას იწყება.

ასეთივე, ოღონდ ნაკლებად მძიმე სურათია მოსალოდნელი ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებების ფონზე განვითარებული ბრონქოსპაზმის დროსაც. ამ შემთხვევაში, ბრონქული ასთმისგან განსხვავებით, განკურნების შემდეგ ბრონქოსპაზმი აღარ მეორდება, ხანგრძლივი მკურნალობა მის თავიდან ასაცილებლად საჭირო არ არის. ბრონქული ასთმის დროს კი უმეტესად საჭიროა განსაზღვრული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება, ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც კი, რათა ბრონქოსპაზმისა და სუნთქვის გაძნელების შეტევები აღარ აღმოცენდეს. თანამედროვე მკურნალობის წყალობით ასთმით დაავადებული პიროვნების ცხოვრების ხარისხი არაფრით განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრების ხარისხისგან. ზემოთ აღწერილ შემთხვევებში დიაგნოზი უწინარესად პაციენტის გასინჯვას ემყარება. ექიმი ფილტვების მოსმენისას ადასტურებს ბრონქების სპაზმის არსებობას. ზოგჯერ ბრონქოსპაზმის დასადასტურებლად საჭირო ხდება სუნთქვის ფუნქციის შესწავლა - სპირომეტრია. რენტგენოლოგიური გამოკვლევა გვეხმარება ბრონქოსპაზმის გამომწვევი ფილტვის სხვა დაავადებების გამორიცხვაში.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

სუნთქვის გაძნელების მნიშვნელოვანი მიზეზია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ). ეს არის პროგრესული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს სუნთქვა უჭირს. სიტყვა პროგრესული კი, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ დაავადება პროგრესირებს და პაციენტის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. ფქოდ-ის კლინიკური სიმპტომებია ხველა, რომლის დროსაც ადამიანი უხვად გამოყოფს ნახველს, ხიხინი, ქოშინი, გულმკერდის შებოჭვის შეგრძნება. ამ დაავადების წამყვანი მიზეზია თამბაქოს წევა. სამწუხაროდ, მწეველები ბუნებრივად მიიჩნევენ დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფას, განსაკუთრებით - დილაობით, ადგომის შემდეგ, და აზრადაც არ მოსდით, რომ ეს დაავადების სიმპტომია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია