შესაძლებელია თუ არა ზოოპარკში დიდი ზომის მტაცებელი დამალო - გურიელიძის კომენტარი ბრალდებაზე

შესაძლებელია თუ არა ზოოპარკში დიდი ზომის მტაცებელი დამალო - გურიელიძის კომენტარი ბრალდებაზე

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში ზოოპარკის დირექტორმა იმ ბრალდებას უპასუხა, თითქოს ზოოპარკში არარეგისტრირებული ცხოველები ჰყავდათ.

"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა ცხოველი რეგისტრირებული იყო. რისთვის გვჭირდებოდა არარეგისტრირებული ცხოველები და რაში უნდა გამოგვეყენებინა? ისეთი ცხოველები როგორიც ვეფხვია, ან სხვა დიდი ზომის მტაცებელი, ამის ჩუმად შენახვა წარმოუდგენელია", - განაცხადა გურიელიძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ სტიქიის ღამეს გურიელიძემ ცხოველები გარეთ თავად გამოუშვა, ზოოპარკის დირექტორი ამბობს, რომ ეს შეუძლებელი იყო.

"საინტერესოა რამდენად იყო შესაძლებელი 3 სანტიმეტრიანი რკინის კონსტრუქციის გაღუნვა, რომლის გაჭრისთვისაც სპეციალური ტექნიკა დაგვჭირდა. მხოლოდ იმით მოხერხდა გისოსების გადაჭრა", - განაცხადა გურიელიძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია