"ერთადერთი, რისი ორგანიზებაც არ გვიჭირს, ქელეხია" - დათო ტურაშვილი ბილეთების სკანდალზე

"ერთადერთი, რისი ორგანიზებაც არ გვიჭირს, ქელეხია" - დათო ტურაშვილი ბილეთების სკანდალზე

"ძალიან გვიჭირს რაღაცის ორგანიზება, ერთადერთი, რისი ორგანიზებაც არ გვიჭირს, არის ქელეხი. დანარჩენი ყველაფერი გვიჭირს", - ამის შესახებ მწერალმა და ფეხბურთის ცნობილმა გულშემატკივარმა, დათო ტურაშვილმა "იმედის კვირასთან" ბილეთების სკანდალის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ფეხბურთისა და მესის სიყვარულის მიუხედავად, მწერალი 11 აგვისტოს მატჩზე წასვლას არ აპირებს. ერთ-ერთი მიზეზი სტადიონზე არსებული მუდმივი არაორგანიზებულობაა. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ქართველ ქომაგს არგენიტინელი ვარკვლავის ხილვა, შესაძლოა, ისევ აუსრულებელ ოცნებად ექცეს.

"ჩვენი ტვინები, სამწუხაროდ, ჩალიჩზეა ორიენტირებული და არა საქმის კეთებაზე. ჩვენ გვგონია, რომ საქმე არის მარტო დიადი. როგორც დიმიტრი უზნაძე იტყოდა, პატარა საქმეშიც აუცილებელია პასუხისმგებლობა. ბავშვობიდან დავდივარ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე და რამდენჯერაც ვყოფილვარ, ვერასოდეს ვერ მოვახერხე ისე შევიდე და გამოვიდე, რომ კონფლიქტი არ მომივიდეს. რამდენი მთავრობა გამოვიცვალეთ და ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო - ამ სატდიონზე ხალხი ისე შედიოდეს და გამოდიოდეს, რომ არ ჰქონდეს კონფლიქტი. არც ვაპირებდი წასვლას ამიტომ...", - განაცხადა დათო ტურაშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია