"არ გჭირდება ეგ სულელური შეკითხვები... ვერცერთი გაარტყი" - არველაძე-ყაველაშვილის კამათი და პასუხი ფედერაციის წინააღმდეგ ბრალდებებზე

"არ გჭირდება ეგ სულელური შეკითხვები... ვერცერთი გაარტყი" - არველაძე-ყაველაშვილის კამათი და პასუხი ფედერაციის წინააღმდეგ ბრალდებებზე

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რეზი არველაძემ "იმედის კვირაში", ბილეთების სკანდალთან დაკავშირებით, ფედერაციის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

"ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩავდეთ იმაში, რომ საქართველოს ესოდენ დიდი თამაშისთვის ემასპინძლა. ყური მოვკარი, რომ, თურმე, სუპერთასი არ არის დიდი დონის თამაში. სუპერთასი ძალიან დიდი დონის თამაშია და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ფეხბურთელი ჩამოდის საქართველოში. როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად იაფი ყოფილიყო ამ თამაშზე დასასრწები ბილეთი, ზუსტად ქართველ მაყურებელზე ვზრუნავდით. თუ ვინმეს სადმე პირველი კატეგორიის 30-ევროიანი ბილეთი უნახავს, ან 7 ევროიანი ბილეთი, არ ვიცი... ფასების პოლიტიკასაც ეტყობა, ვისთვის არის ეს თამაში გაკეთებული", - განაცხადა რეზი არველაძემ.

წამყვანის შეკითხვას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ფეხბურთის ფედერაცია შექმნილ ვითარებაზე, არველაძე პასუხიბს, რომ კითხვა არასწორად არის დასმული.

"რა შუაშია, ვიყავით თუ არა ჩვენ პასუხისმგებელი?! "ბილეთები.გე" ერთადერთი კომპანია იყო საქართველოში, რომელიც ასეთი დონის ონლაინ-გაყიდვებთან დაკავშირებით ოპერირებდა. 8 თვეა უეფას წარმომადგენელი ჰყავს საქართველოში და ეს კომპანია როდესაც შეირჩა, ვინ გააფორმა ხელშეკრულება? - ყველასთან, აეროპორტიდან დაწყებული, "ბილეთები.გე"-თი დამთავრებული, ფეხბურთის ფედერეციამ გააფორმა ხელშეკრულება. ყველა ხელშეკრულება იყო რეკომენდირებული და შეთანხმებული უეფასთან", - აღნიშნა არველაძემ.

"ეს კომპანია შეძლებდა თუ არა ბილეთების გაყიდვას, ვიღაცას ხომ უნდა გაეგო?", - საუბრის დროს "იმედის" ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე რეზი არველაძეს სტუდიინ ჩაეკითხა, თუმცა რეზის ეგონა, რომ კითხვა მიხეილ ყაველაშვილმა დასვა.

"ყაველ, შენ ყველაფერი კარგად იცი და არ გჭირდება ეგ სულელური შეკითხვები, რომლებიც არაფერ კავშირში არ არის არც პასუხისმგებლობასთან დ არც წესდებასთან. ვერ გაარტყი ვერცერთი შეკითხვა... დამამთავრებინეთ და მერე დამისვით შეკითხვები", - განაცხადა არველაძემ და პასუხად ინგა გრიგოლიასგან მიიღო, რომ 2 წუთი ჰქონდა ჩართვისთვის დარჩენილი.

"მესი კი არა ვარ ყველაფერი რო გავაკეთო 2 წუთში", - იხუმრა არველაძემ.

ფედერაციის გენერალურ მდივანს სტუდიაში მყოფმა მიხეილ ყაველაშვილმა ზვიად სიჭინავას განცხადება შეახსენა იმის შესახებ, რომ უეფამ თავად გააფორმა ხელშეკრულება "ბილეთები.გე"-სთან და დასძინა, რომ ამ კომენტარს მოასმენინებს კიდეც.

"მომასმენინე ხო, კარგი ტელეფონი ხო გაქვს.... მე არ გამიგია ეგეთი რამე. ჩემი თხოვნა იქნება მაყურებელს და საზოგადოებას ნუ ჩავაგდებთ იმ მდგომარეობაში, რომ ვაი, დედა ბილეთებს ვეღარ იყიდით. ბილეთებს ისედაც შეზღუდული რაოდენობის ადამიანი შეიძენდა. ვერ იყიდის 50 000-იან სტადიონზე 150 000 კაცი ბილეთს, ვერც - 60 000. რაც შეეხება იმას, რამდენი კაცი ჩამოვა სევილიადან და ბარსელონადან... სასაცილო რაღაცებს ნუ ლაპარაკობთ, ხალხო. რა იცით, საიდან რამდენი ჩამოვა? თუ ნაკლები ჩამოვა, შეიძლება ის ბილეთებიც ქართველ გულშემატკივარს შეხვდეს", - განაცხადა რეზი არველაძემ.

ჩართვის ბოლოს არველაძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შეძლებს ბილეთების შეძენას ქართველი გულშემატკივარი.

"პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი იყო უეფა-სთან, რომ ბილეთები გაყიდულიყო ონლაინ და არა სალაროებში. იმიტომ, რომ ეს ევროპული დონის თამაშია და ბილეთები ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ევროპელი გულშემატკივრებისთვისაც. ჩვენ რომ ბილეთების სალაროებში გაყიდვის გადაწყვეტილება მიგვეღო, საქართველოს მასშტაბითაც ყველა არათანაბარ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. მე ვეთანხმები, რომ ონლაინ უნდა მომხდარიყო ბილეთების გაყიდვა. ტექნიკურად როგორ მოხდება ეს, ამაზე, მგონი, უკვე ისაუბრა "ბილეთები.გე"-ს წარმომადგენელმა. ამის შეთანხმება როგორც მომხდება - საზოგადოება იქნება სრულყოფილად ინფორმირებული", - განაცხადა რეზი არველაძემ.

იხილეთ ასევე: პირდაპირ ეთერში რომ არ ვიყოთ, ერთ ქუჩურ ფრაზას გეტყოდით - ინგა გრიგოლია "Biletebi.ge"-ს ტექდირექტორს

საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში

"ოჯახი რომ დავტოვე, ეს ყველაზე მეტად მეუღლეზე აისახა... სამი გოგოს მამა ვარ" - უცნობი ფაქტები მეუფე ნიკოლოზის შესახებ

"ეტყობა ამ პარტიებს ყველას ნახმარი ჰყავს მეუფე იაკობი..." - პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსს პასუხობს