"სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში პოლიციელებს ადანაშაულებს: "პოლიციელებმა ის მოტყუებით წაიყვანეს..."

"სეიშენის" წევრი მამის სიკვდილში პოლიციელებს ადანაშაულებს: "პოლიციელებმა ის მოტყუებით წაიყვანეს..."

"პოლიციელებმა ის მოტყუებით წაიყვანეს..."

ჯგუფი "სეიშენის" წევრი - ლაშა აბზიანიძე მამის სიკვდილში სამართალდამაცავებს ადანაშაულებს. გასულ კვირას, 56 წლის ლევან აბზიანიძე ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაიცვალა.

სიკვდილამდე მან ოჯახის წევრებთან საუბარი მოასწრო, მერე კი ერთადერთ ვაჟსა და მის მეგობარს ჩააკვდა ხელში. ლაშა აბზიანიძე საქმის გამოძიებას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ახლა ოჯახის წევრები პასუხს ელოდებიან. ლაშა აბზიანიძე მომხდართან დაკავშირებით ჟურნალ "გზას" ესაუბრა:

"გზა": ადრეც ხომ არ ჰყავდათ გადაყვანილი ნარკოლოგიურში? ნარკოტიკის მომხმარებელი იყო?

ლაშა აბზიანიძე: მანამდეც ბევრჯერ ჰყავდათ გადაყვანილი. მამას პირობითი სასჯელი ჰქონდა, რადგან ადრე "მარიხუანას" მოხმარებისთვის დააკავეს. 2000-ლარიანი ჯარიმა გადაახდევინეს და ერთი წელი პირობითი მიუსაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით,პრობაციის სამსახურს გადაცემული არ ჰქონდა, ამიტომ პრობაციაში არ დადიოდა. როცა შეატყობინებდნენ, მაშინ დაიწყებდა ხელის მოსაწერად სიარულს. მამა სულ ამბობდა: არ მეშვებიან. პოლიციელები მეუბნებიან, ითანამშრომლე ჩვენთან და დაგიცავთო. ამას არ დათანხმდა. არ იყო ისეთი ადამიანი, რომ პოლიციის აგენტი გამხდარიყო, სხვანაირად ცხოვრობდა. რომ ვერ დაითანხმეს, მერე გადაეკიდნენ, სისტემატურად აჩერებდნენ და გადაჰყავდათ ნარკოლოგიურში შესამოწმებლად. მითხრა, იქ რომ მიმიყვანეს, კიდევ ერთი ადამიანი ჰყავდათ დაკავებული, რომელსაც "მარიხუანა" ჰქონდა. მასაც და მეც, ორივეს შარდმდენი დაგვალევინესო. ვეუბნებოდი, რომ სუფთა ვიყავი, მაგრამ პოლიციელმა მითხრა, უეჭველად გექნება მოხმარებული. თუ არ აღმოგაჩნდა, მაშინ თავს მოვიკლავო. მამას უთქვამს: მოამზადე თოკი თავის ჩამოსახრჩობად, რადგან მართლა სუფთა ვარო. ოქმში წერია, თითქოს მამა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე წაიყვანეს.

სამწუხაროდ, პოლიციელებს არავინ მოსთხოვს განმარტონ, კონკრეტულად რა ინფორმაცია ჰქონდათ. ცხადია, ეს მათი დაკავების მეთოდია, ასე "მუშაობენ". თურმე, მამა ვერ შარდავდა და ანალიზი რომ აეღოთ, 3 აბი შარდმდენი დაალევინეს. თურმე, 3-საათნახევარი ჰყავდათ დაკავებული. შარდმდენის მიცემის შემდეგ ბიოლოგიური ანალიზი აიღეს, მერე ისევ დააბრუნეს სამმართველოში. სუფთა აღმოჩნდა და გაათავისუფლეს. არანაირი მოხმარება არ დადასტურდა ექსპერტიზით. მერე მოვიდა სახლში. ჯერ დედასთან უსაუბრია და უთხოვია, - მგონი წნევა დამივარდა და ყავა დამალევინეო. ყავა დაულევია და ამის მერე გარეთ, ეზოში იჯდა.

ჩემი მეგობარი ბიჭიც იქ იყო და ისიც ისმენდა მამას მონაყოლს. სხვებისთვისაც ჰქონდა მოყოლილი და ალბათ, ისინიც დაადასტურებენ. ვისაუბრეთ, "სკამეიკაზე" დავტოვე და სახლში შევედი, - მალე მოვალ-მეთქი. გვერდით ჩემი მეგობარი ეჯდა. მისთვის უთქვამს, რაღაც კარგად არ ვარო. ოთახში ფეხი შევდგი თუ არა, მეგობრის ყვირილი გავიგონე, - ჩქარა, წყალი, წყალი მოიტანეთო. რომ გამოვედი, მამას უკვე სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ყველაფერი წამებში მოხდა. გამწარებული, მის გადარჩენას ვცდილობდი და თან, დახმარებას ვითხოვდი. არ დავბნეულვარ, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე, ყველა გზა ვცადე მის გადასარჩენად, მაგრამ ვერ ვუშველე. მივხვდი, უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი, იქნებ გადავარჩინო-მეთქი. "სასწრაფო დახმარებაც" 5 წუთში მოვიდა, მაგრამ აზრიც აღარ ჰქონდა არაფერს.

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ