თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.
"თელასის" ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, ხვალ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის მცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის, გარიშვილების და ჩარგლის ქუჩების მცხოვრებლებს შეეხება.
ასევე გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და ნინუას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება. ასევე გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეეხება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ლაღიძის ჩიხის, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის, ბოგდან ხმელნიცკის და შანდორ პეტეფის ქუჩების მცხოვრებლებს შეეხება.
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, გულუას და ლაისტის ქუჩების მცხოვრებლებს შეეხება.
რაც შეეხება სამგორის რაიონს, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა სადგურ ლილოს და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მცხოვრებლებს შეეხება.
ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის და რომის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება. გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა სოფელ გლდანის, გლდანის VII მიკრორაიონის და მაისურაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეეხება.
"თელასის" ცნობით, კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა რუსთავის გზატკეცილის, სოფელ ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სადგურის, ნაკაშიძის და ვაგზლის ქუჩების მცხოვრებლებს შეეხება.
მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ლეონიძის, ინგოროყვას, ლერმონტოვის, ქიქოძის, მაჩაბელის, იაშვილის და ჭონქაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეეხება. ასევე დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა წერეთლის გამზირის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, მეტრეველის, მაიაკოვსკის, თევდორე მღვდლის, გორის, ფიფიას, ცაბაძის, ფოთის, ბაგრატიონის, ზუგდიდის, ევდოშვილის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა დიღმის სასწავლო მეურნეობის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეეხება.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია განცხადებაში.