მტკვარში რამდენიმე ცხოველის ნეშტი იპოვეს - შესაძლოა ერთ-ერთი დათვი იყოს

მტკვარში რამდენიმე ცხოველის ნეშტი იპოვეს - შესაძლოა ერთ-ერთი დათვი იყოს

მაშველებმა მტკვარში რამდენიმე ცხოველის ნეშტს მიაგნეს, თუმცა რა ტიპის ცხოველზეა საუბარი, ამ ეტაპზე გაურკევველია. არ გამოირიცხება, რომ ერთ-ერთი მათგანი დათვიც იყოს, - მის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადებით, ცხოველების იდენტიფიცირება ამ ეტაპზე რთული იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ქაწაშვილის თქმით, გრძელდება სამძებრო სამუშაოები ქვემო ქართლის რეგიონში წითელ ხიდამდე. მასშტაბური გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს დილიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის სიახლოვეს.

მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია 30 ერთეული მძიმე ტექნიკა.

სანაპიროზე იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრებიც.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია