რუსეთი აპირებს საქართველოსთან შეთანხმების გაწყვეტას იმ პირების გადაცემის შესახებ, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან, მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა და იხდიან სასჯელს. ამის შესახებ საუბარია რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, შესაბამისი შეტყობინება ქართულ მხარეს გაუგზავნოს.
შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის 1996 წლის 19 მარტს გაფორმდა. შეთანხმების გაუქმების ინიციატივა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ესკუთვნის, რომელსაც ასევე ეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უზენაესი სასამართლო.
რუსეთის მთავრობამ უკვე დაუჭირა მხარი დადგენილებას, რომლითაც პრეზიდენტს მიმართავს წინადადებით, ქართულ მხარეს აცნობოს.