თბილისში არსებულ პრობლემებზე საუბრისას, განსაკუთრებით 13 ივნისის სტიქიური უბედურების თემის განხილვის დროს თბილისის საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელ რიმა ბერაძეს შორის გადაცემა "არჩევანში" ცხარე კამათი გაიმართა. ალეკო ელისაშვილი თბილისის მთავრობას უმოქმედობასა და უუნარობაში ადანაშაულებდა, საპასუხოდ რიმა ბერაძემ მას პოპულისტი უწოდა.
"მე რომ ვთქვი, მორატორიუმი გამოვაცხადოთ გარკვეულ ტერიტორიაზე და აღარ ავაშენოთ კორპუსები მეთქი, თქვენ ბევრი იცინეთ. ეს სასაცილოა? თბილისის მერს ახლა აღარავინ ეკითხება არაფერს, არც საკრებულოს. თანხებს მერია ვერ ხარჯავს. აგერ 140 მილიონი ნაშთებში გადავიდა. შელოცვა გჭირდებათ თუ გამოლოცვა?" - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
"შენ ხარ პოპულისტი. თუ ასე შეგკტკიოდა გული, ჩამოსულიყავი და დამდგარიყავი ჩვენს გვერდით", - უპასუხა ელისაშვილს რიმა ბერაძემ.