უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა სალაროებში მომავალი კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკრეტულად რომელი რიცხვიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა, ეს დღეს გახდება ცნობილი.
"მიმდინარეობს უეფასთან კონსულტაციები, ასევე დღეს გახდება ცნობილი სხვა დეტალები, მათ შორის, თუ რომელ სალაროებში გაიყიდება ბილეთები და რა ფორმით გაიყიდება უცხოელი გულშემატკივრისთვის განსაზღვრული 6.000 ბილეთი", - განაცხადა ფედერაციის პრესამსახურის უფროსმა ოთარ გიორგაძემ.
მისივე თქმით, ბილეთების ფასი უცვლელი დარჩება - ადგილების მიხედვით 18, 35, 75 ლარი.