"დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა - ბავშვს თურმე არ ეძინა, დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექიო"

"დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა - ბავშვს თურმე არ ეძინა, დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექიო"

"დედა ერთი კვირის მანძილზე შვილის ტანჯვას უყურებდა - ბავშვს თურმე არ ეძინა, თუ ჩათვლემდა, მაშინვე წამოვარდებოდა და დედას ეუბნებოდა, ახლოს დამიჯექიო. სიკვდილამდე 3 დღით ადრე თავის საშინელი ტკივილები დაეწყო. დედა გამაყუჩებელს ასმევდა და ეკითხებოდა, მასე რად ხარო? ლევანი კი არაფერს ეუბნეოდა... "

ბოლო დროს მომხდარი საზარელი ფაქტებით საზოგადოება შეძრულია.

"მაგ არაკაცს ხალხის უნდა ეშინოდეს, ციხე ვერ უშველის, ამიტომაც დავწვით მისი სახლი!", - ასეთია პირველი კომენტარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის მცხოვრებისაგან, რომელიც ამავე სოფლის მცხოვრებ 11 წლის ლევან ლომიძის გაუპატიურებისა და ჩამოხრჩობის ფაქტს გამოეხმაურა. ასეთი ამაზრზენი ფაქტები საზოგადოებას ახალი ტიპის დანაშაულის, ანუ ლინჩის წესით გასამართლების გავრცელებით ემუქრება. ცხადი ხდება, რომ ბავშვებზე მასობრივად გავრცელებულმა ძალადობამ ხალხი სასტიკი მეთოდებით შურისსაძიებლად მომართა.

სოფელ ხუნევში 11 წლის ლევან ლომიძე უმცროსმა და-ძმამ საკუთარ ეზოში ხეზე ჩამოკიდებული ნახა, ბავშვი სასწრაფო დახმარებამ ქუთაისის საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანა. მას თან თანასოფლელებიც გაჰყვნენ... ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს, ბიჭი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სოფელი მის ჩამოხრჩობას ამოუხსნელ სუიციდს მიაწერდა და შემზარავი დანაშაული საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გარდაცვლილის მრავალჯერადი გაუპატიურება დაადასტურა.

რ.მ. (სოფლის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა):

- ვერ ვხსნიდით, რატომ ჩამოიხრჩო ლევანმა თავი, მისგან ეს წარმოუდგენელი იყო. მართალია, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და ლევანის გარდა კიდევ 3 შვილი ჰყავდათ, მაგრამ ბავშვები არ იყვნენ ღირსებაშელახულები. ლევანი ამაყი ბავშვი იყო, მას თავის მოკვლაზე იმიტომაც არ უნდა ეფიქრა, რომ საზრუნავიც ჰქონდა - როცა დედ-მამა შრომობდა, ლევანი და-ძმებს დიდივით პატრონობდა. რამდენჯერ დაგვინახავს, ტყემალი რომ ტყემალია, იმდენს მოწყვეტდა, თავის და-ძმისთვის გაენაწილებინა... თურმე რაში ყოფილა საქმე! ეს გაუგონარი უბედურება, რაც მეზობლმა დამართა, ლევანის დაკრძალვამდე 2 დღით ადრე გაიგო ოჯახმა. მისი უბედური მამა წინა დღეს რომ ტიროდა, - შვილო, ეს საშინელება რატომ გააკეთე, თავი რატომ მოიკალიო?

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია