სიგარეტი კიდევ ერთხელ გაძვირდება

სიგარეტი კიდევ ერთხელ გაძვირდება

საქართველოში სიგარეტი 5-20 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. საფასო ცვლილება ადვალურ გადასახადს უკავშირდება, რაც შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ერთ კოლოფ სიგარეტზე 5%-ის დარიცხვა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმპორტიორ კომპანიებში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის გადასახადი და სარეალიზაციო ფასის დაბეგვრა თამბაქოს ნაწარმს გააძვირებს. ამასთან, კერძო ბიზნესისთვის აქციზის ზრდა წელიწადში ორჯერ მძიმე ტვირთი იქნება. თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორის "ჯეი თი აი კავკასუსის" წარმომადგენელი ივანე ხასია "ექსპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე განხილვისას კომპანიების რეკომენდაცია იყო, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები 6 თვით გადავადებულიყო და აქციზის ზრდა წელიწადში ორჯერ არ მომხდარიყო.

მისი თქმით, ახალი მოდელი საერთაშორისოდ აპრობირებული არაა და მსგავსი გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში არ არსებობს. ივანე ხასია აცხადებს, რომ თამბაქო გაძვირდება, თუმცა როდიდან და რამდენით, იგი ამას ჯერ ვერ აკონკრეტებს. ხასია ამბობს, რომ ტენდენციების გამოკვეთისა და შეფასებების გაკეთებისთვის გადასახადის ამოქმედებიდან 3-თვიანი ვადა მაინც არის საჭირო. თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის გაძვირებით და ახალი რეგულაციების შემოღებით, კომპანიებში კვლავაც შიშობენ, რომ კონტრაბანდა წახალისდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოსა და სომხეთში სიგარეტის ღირებულებას შორის უკვე არის საკმაოდ მკვეთრი სხვაობა.

"უნდა გავითვალისწინოთ ის სურათი, რაც რეგიონშია. დღესაც და გასული წლის განმავლობაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობა იყო სიგარეტის ღირებულებას შორის, დაახლოებით 30 ცენტამდე და იანვარში გაზრდილი აქციზის შედეგად ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. 1 ივლისიდან ფასთა სხვაობა კიდევ უფრო მეტი იქნება და შესაძლოა 40 ცენტიც იყოს. დიდია იმის რისკი, რომ უკვე არალეგალური გზებით მოხდეს საქართველოს ბაზარზე თამბაქოს პროდუქციის შემოდინება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია