ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამომ" აზერბაიჯანული "გაბალა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
"დინამოდან" გოლები ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. სამივე გოლი მატჩის მეორე ტაიმში გავიდა. მეორე ტაიმში მსაჯმა მოედნიდან "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი გველესიანი გააძევა, თუმცა ქართულმა კლუბმა გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო.
აღსანიშნავია, რომ დღეს გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთმა ქართულმა გუნდმა ბათუმის "დინამომ", ასევე შინ კვიპროსული "ომონია" 1:0 დაამარცხა.