"ქურდული სამყაროს" ახალგაზრდა თაობა: შანტაჟი მოკვლის მუქარით, ფულის გამოძალვის გამო

"ქურდული სამყაროს" ახალგაზრდა თაობა: შანტაჟი მოკვლის მუქარით, ფულის გამოძალვის გამო

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი მ. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით, ხოლო 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ქ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის დასაწყისიდან გიორგი მ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობის გამოყენებით ფულს სისტემატურად სძალავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გიორგი მ. აღიარებს ქურდულ სამყაროსთან კავშირს.

სამართალდამცველებმა გიორგი მ. ბათუმში, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე დააკავეს, რა დროსაც მისმა თანხლებმა შალვა ქ-მ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ისიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება გიორგი მ-ს მიმართ ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით), ხოლო შალვა მ-ს მიმართ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

იხილეთ დაკავების კადრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ