საქართველოში 12 ივლისის ჩათვლით წვიმაა მოსალოდნელი - ამინდი ხანგრძლივი პროგნოზი

საქართველოში 12 ივლისის ჩათვლით წვიმაა მოსალოდნელი - ამინდი ხანგრძლივი პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 12 ივლისის ჩათვლით, პერიოდულად ხანმოკლე წვიმები იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეიდან 12 ივლისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში, პერიოდულად მოსალოდნელია სეტყვა; 6 ივლისს კი ქარი გაძლიერდება. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისშიც იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.

12 ივლისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა 25-30 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-35 გრადუსი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია