ძალადობა, სიკვდილიანობა და სიღარიბე: სახალხო დამცველის ანგარიში ბავშვთა უფლებებზე

ძალადობა, სიკვდილიანობა და სიღარიბე: სახალხო დამცველის ანგარიში ბავშვთა უფლებებზე

"არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა, ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა - ასეთია საქართველოში ბავშვთა უფლებების მდგომარეობა სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით. აღნიშნულმა საკითხებმა სახალხო დამცველის 2014 წლის 900-გვერდიან საპარლამენტო ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სერიოზული პრობლემა ბავშვთა მიმართ ძალადობა და არასათანადო მოპყრობაა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 2014 წელს 5 წლამდე ასაკის 635 ბავშვი გარდაიცვალა / ძალადობა, სიკვდილიანობა და სიღარიბე - სახალხო დამცველის ანგარიში ბავშვთა უფლებებზე.

"საუბარია როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობაზე. ეს არის პრობლემა, რომლის იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია. ძალადობის გარდა პრობლემაა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონე, რითაც საქართველო რეგიონში სამწახურად ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, პრობლემაა ბავშვთა სიღარიბეც", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მაღალია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2014 წელს 5 წლამდე ასაკის 635 ბავშვი გარდაიცვალა. აღნიშნული მაჩვენებლი ყოველი 1000 ცოცხლად შობილზე არის 9,7, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა (2012 წელს - 13,9, 2013 წელს - 13,5) და კავკასიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თომცა, მიუხედავად პროგრესისა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში არასრლუწლოვანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰანვითარებული ქვეყნების ფონზე კვლავ მაღალი რჩება", - აღნიშნავს გამოცემა.

"სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა გაეროს ბავშვთა ფონდი, რომის განცხადებითაც, დადებითად ფასდება სოციალური დაცვის სისტემის გადასინჯვა და ბავშვებისთვის ფულადი დანამატის შემოღება, რომლის მიზანია საქართველოში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის განახევრება. ფონდის განცხადებით, ანგარიშში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც კონკრეტულ რეაგირებას მოითხოვს: "ბავშვთა მიმართ ძალადობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება და მისი მოგვარება აუცილებელია ქვეყანაში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის მექანიზმის გაუმჯობესების გზით, რათა პროფესიონალებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ძალადობის შემთხვევბზე. ასევე მნიშვნელოვანია მოქალაქეებიც უფრო აქტიურნი იყვნენ და შეატყობინონ სათანადო სამსახურებს, როდესაც ძალადობის მოწმენი გახდებიან", ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ "როგორც ანგარიშიდან ჩანს, სისტემური ნაკლოვანებები გამოავლინა მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგმა", - განაგრძობს გამოცემა.

"მიუხედავად იმისა, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში საცხოვრებელი პირობები გაცილებით უკეთესია დიდი ზომის სახელმწიფო დაწესებულებებიდან გადმოსული ბავშვებისთვის, მაინც საჭიროა ინსტიტუციური მექანიზმების შემდგომი დახვეწა ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მიზნით", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებაში. "რეზონანსთან" საუბრისას ძალადობის მსხვერპლთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია "სახლის" წარმომადგენლის, ფსიქოლოქ ლელა მურუსიძის თქმით, ქვეყანაში პრობლემად ბავშვებზე ოჯახში ძალადობა რჩება", დასძენს გამოცემა.

"თუ ქალი გათხოვილია და ძალადობის მსხვერპლია, იქ ბავშვებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, ხშირია შემთხვევა, როცა მშობლები ჩხუბობენ და მსვერპლები ბავშვები არიან. ყველაზე ხშირი ფიზიკური ძალადობაა. იყო შემთხვევა, როცა ცოლი სახლიდან გაიქცა, ბავშვი ქმარს შეატოვა და ამ უკანასკნელმა ბავშვზე ფიზიკურად იძალადა, სცემა. პრობლემის გადასაჭრელად ყველა მხარე ერთად უნდა ჩაერთოს. მაგალითად, სკოლებში უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი, ვისაც შეატყობინებენ, რომ ბავშვს აქვს დაზიანება, არის უხასიათოდ. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სახლში წასვლა არ უნდათ, გარკვეულები არიან სქესობრივ დაკითხებში, ანუ არის იმის ნიშნები, უფროსი მიხვდეს, რომ ბავშვს რაღაც ჭირს", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლელეა მურუსიძე.

"საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ, რა არის ძალადობა არა რაღაც შოუებით და ორმაგი მიდგომით, არამედ პირდაპირ უნდა ნათქვამი, რომ ეს არის ძალადობა და დასაგმობია. საბავშვო ბაღიდან და უკვე სკოლაშიც უნდა იყოს არაძალადობრივი ქცევების სწავლება, აგრესიული საქციელის განხილვა. ოჯახური ძალადობის გარდა, არის ე.წ. ბულინგი, როცა ბავშვები ძალიან აგრესიულები არიან. სხვა ქვეყნებში, სკოლებში კონფლიქტის მოგვარების საკითხებია დანერგილი - ბავშვებს კონფლიქტის მოგვარების წესებს ჯკასგარეშე ფორმით ასწავლიან", - დასძენს რესპონდენტი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია