"ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის პროგნოზით, საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენს, - აღნიშნული განცხადება გოცირიძემ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში გააკეთა.
გოცირიძის პროგნოზით, საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენს. ასევე, ის დარწმუნებულია, რომ ემიგრანტების დიდი ნაწილი ვერ დაბრუნდება საქართვლოში. გოცირიძე ქართველ ემიგრანტებს მადლობას უხდის, რათა ისინი არამხოლოდ საკუთარ ოჯახებს ინახავენ, არამედ ქართულ ეკონომიკაშიც შეაქვთ წვლილი.
"მათ, სამწუხაროდ, მოუწევთ მძიმე ვითარებაში მუშაობა. ნაწილი დაბრუნდება, ნაწილი სხვა ქვეყანაში გადავა, მაგრამ ასე ყველა მაინც ვერ დაბრუნდება საქართვლოში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.