ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მიემგზავრება

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მიემგზავრება

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიწვევით მოსკოვში მიემგზავრება.

"დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში სახელწოდებით: "მსოფლიოსა და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები 21 საუკუნე".

ასევე იგეგმება "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის მაღალი რანგის შეხვედრები ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."