უბნები დედაქალაქში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები დედაქალაქში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, დიდგორის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, იასამნის, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის, ჩაილურის და დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის, უცნობის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ნაკადულის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ცხვედაძის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არალეთის, ახალდაბის, მოლითის, ბჟოლეთის, სიხარულიძის, გარიყულის, თიანაეთის, ძმები გარიშვილების, ჩაეგლის, სადმელის, კაკაბაძის, ველისციხის, გამყრელიძის, სამოცდამეცამეტე და ამირანაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI და VIII მიკრორაიონების, ხერგიანის, მიქატაძის და ვართაგავას ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, მეორე ხეივნის, ხეივნის, გულიას და ვერცხლის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაარბრიუკენის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, რომის, ჩერნიშევსკის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილი მე-9 კილომეტრის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია