ოქრუაშვილი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შენობაში მივიდა და ყოფილი ოფისის დაბრუნება მოითხოვა

ოქრუაშვილი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შენობაში მივიდა და ყოფილი ოფისის დაბრუნება მოითხოვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში, სანაპიროზე მდებარე პარტიის ყოფილი ოფისის დაბრუნებას ითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ირაკლი ოქრუაშვილი დღეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შენობაში იმყოფებოდა, სადაც წლების წინ სწორედ პარტია "ერთიანი საქართველოსთვის" იყო განთავსებული. პარტიას ოფისი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ დაატოვებინეს.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ამ თემაზე მოლაპარაკებებს მართავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."