"პროზექტურაში გულის კანკალით შედიხარ, მტერს არ ვუსურვებ ამის განცდას" - სტიქიისას დაკარგული ბექა ბუთურიშვილის ძმა

"პროზექტურაში გულის კანკალით შედიხარ, მტერს არ ვუსურვებ ამის განცდას" - სტიქიისას დაკარგული ბექა ბუთურიშვილის ძმა

"გამარჯობა, მე გახლავართ ლაშა ბუთურიშვილი, ბექას ძმა, დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის და ჩვენი გამხნევებისთვის... თხოვნა მაქვს, თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოებზე, ვგულისხმობ იმ ვიდეოებს, რომელსაც ხალხი იღებდა კორპ­უსებიდან ან რაიმე ადგილებიდან, დადეთ ლინკები კომენტარის სახით. შეიძლება ყველაფერი დაგვეხმაროს ბექას პოვნაში. წინასწარ გიხდით მადლობას", - წერს სოციალურ ქსელში 33 წლის ბექა ბუთურიშვილის ძმა.

ბექა ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა­. ტრაგედიიდან მეორე დილით სოციალურ ქსელში ბექას დედის, ნინო ჩიქოვანის სტატუსი გაჩნდა: "ჩემი ბექა მანქანიანად არ ჩანს", მან შვილის ფოტოც დადო იმ იმედით, რომ ვინმე საიმედო ინფორმაციას მიაწვდიდა.

ლაშა ბუთურიშვილი: - ჩემი ძმა საბურთალოდან სოლოლ­აკში მიდიოდა. ბოლოს 00 საათსა და 28 წუთზე მეგობარს ესაუბრა,­ ვაჟა-ფშაველაზე ვარ და 15 წუთში შენთან ვიქნებიო. მეგობარმა 10 წუთში ისევ დაურეკა, მაგრამ ტელეფონი უკვე გათიშული იყო... ბექას ჯერ საავადმყოფოებში ვეძებდით, მერე შემთხვევის ადგილებში.

15 ივნისს, დილის 6-ის ნახ­ევარზე, ვერეს კალაპოტში ჩემი ძმის მანქანა რომ დავ­ინახე, გამწარებულს ყვირ­ილი აღმომხდა. ოჯახის წე­ვრები, 4 მამაკაცი ვიყავით, გაგიჟებულები ვცდილობდით მანქანის ამოყვანას. ტექნიკის­ მოსვლას ვერ დაველოდებოდით, მანქანა ჩვენ ამოვათრიეთ. შიგნით ბექა არ აღმოჩნდა. ავტომობილის საჭე და ჭერი მიჭე­ჭყილია, ეტყობა, საფრთხე იგრძნო და გადმოხტა... ვერც მტკვარში იპოვეს ჩემი ძმა. პროზექტურაში ყველა შესვლა სიკვდილის ტოლფასია. გირეკავენ და გეუბნებიან, ნაპოვნია ცხედარიო. გულის კანკალით შედიხარ, ფეხები უკან გრჩება,­ მტერს არ ვუსურვებ ამის განცდას. შედ­იხარ და სხვა არის... არ იცი, ეს უნდა გაგიხარდეს თუ გეწყინოს. გათენდება თუ არა, მის საძებნელად მივდივარ. იქ ჩემნაირ მდგო­მარეობაში მყოფ ტატოს ვხვდები,­ სულ ერთად ვართ, ისიც თავის ძმას, სერგი კაპანაძეს ეძებს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია