ლიკა კიკიანი: "ჩანაწერები იწყება გუშინდელი დღის 13:00 საათიდან, მანამდე არსებული ვიდეო მთლიანად არის წაშლილი"

ლიკა კიკიანი: "ჩანაწერები იწყება გუშინდელი დღის 13:00 საათიდან, მანამდე არსებული ვიდეო მთლიანად არის წაშლილი"

ლიკა კიკიანი აცხადებს, რომ კუს ტბის ტერიტორიაზე არსებულ ვიდეოჩანაწერებში, რომლის ნახვის საშუალებაც მიეცა, გუშინდელი დღის ჩანაწერებია ასახული.

როგორც ლიკა კიკიანმა განაცხადა, კამერების გახსნა მოხდა, თუმცა მისი ცემის ღამეს გადაღებული მასალები არ იყო.

"გავხსენით ვიდეოკამერები და ჩანაწერები იწყება გუშინდელი დღის 13:00 საათიდან, მანამდე არსებული ვიდეო მთლიანად არის წაშლილი, რასაც მე ისედაც ველოდი. ფაქტის წინაშე რომ დავდექი, მძიმე და მტკივნეულია. 3 კამერა, რომელიც მე დავაფიქსირე, მეორე, მეხუთე და მეექვსე დააფიქსირებდა ჩემი შეურაცხყოფის და ცემის ფაქტს. მოვითხოვ ჩემ ვიდეოჩანაწერებს, თუ დასამალი არაფერი გაქვთ, ეს ვიდეოჩანაწერი გაავრცელეთ", - აღნიშნა ლიკა კიკიანმა.

ლიკა კიკიანი პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფასა და ცემაში ადანაშაულებს. კიკიანის მიმართვის საფუძველზე დღეს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ძიება პროკურატურმა პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო. მანამდე საქმეს შსს-ს გენინსპექცია იძიებდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ