სასწაულები, რომლებიც მამა გაბრიელის წმინდა ნეშტს უკავშირდება

სასწაულები, რომლებიც მამა გაბრიელის წმინდა ნეშტს უკავშირდება

ქვეყანა აირია. მსოფლიოში სტიქიურ უბედურებასა თუ ადამიანურ სისასტიკეს ბოლო არ უჩანს. ბევრი შიშობს, რომ ბოლო ჟამი დგება! მართლაც, როცა ადამიანი ბუნების წესებს ცვლის და ყველა იმ ზღვარს ლახავს, რაც უფალმა დაუწესა, ეს გარდაუვლად მოჩანს! დღეს ამ აზრს არა მხოლოდ სულიერი მამები, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავნიც იზიარებენ. თუმცა, მამა გაბრიელი ამბობდა, რომ საქართველო ბოლო ჟამს გაბრწყინდება და ჩვენ გადავრჩებით! თვის დროზე, მას არ უჯერებდნენ, მაგრამ, დრომ ეს დაამტკიცა, - რაც დრო გადის, მისი წინასწარმეტყველებები ხდება. "დადება დრო, მთელი საქართველო ჩემთან მოვა", - ამბობდა ბერი გაბრიელი და მართლაც, სამების ტაძარში დაბრძანებულ წმინდა ნეშტს მთელი საქართველო მიეახლა. ხალხი წმინდა ბერს ქვეყნისა და ოჯახის მფარველობას ევედრებოდა. იყვნენ სასწაულის მთხოვნელებიც, - დედები განუკურნებელი სენით დაავადებული შვილების განკურნებას სთხოვდნენ. სამებაში დაბრძანებული მამა გაბრიელის შეწევნით, ეს სასწაულიც აღსრულდა...

იყო სხვა სასწაულებიც, - პირველ დღეებში, იქ, სადაც წმინდანის ნეშტი დააბრძანეს, ხალიჩაზე მაცხოვარი, წმინდა ღვთისმშობელი და მამა გაბრიელი ერთად გამოისახა - მაცხოვარს მარცხნივ დედა ღვთისმშობელი ედგა, მარჯვნივ კი მამა გაბრიელი…

მოსწავლის ტელეფონით გადაღებული კადრებიც გავრცელდა, სადაც წმინდა გაბრიელი სხვა მლოცველებს შორის დგას და ლოცულობს...

ტელევიზიით 8 წლის გოგონას დედა უმძიმეს ისტორიას იხსენებდა: "ნანუკას ნაწლავზე ოპერაცია გაუკეთდა. მორფოლოგიური კვლევის შედეგად ბერკიტის სიმსივნე, ლიმფომა დაუდგინდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია