ეს კატარსტროფაა! - სამივე ქართული საფეხბურთო კლუბი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა

ეს კატარსტროფაა! - სამივე ქართული საფეხბურთო კლუბი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა

სამივე ქართული საფეხბურთო კლუბი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველივე ტურიდან გამოეთიშა.

"ცხინვალი" შინ რუმინულ "ბოტოშანთან" 1:3 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1:4), თბილისის "დინამომ" სტუმრად აზერბაიჯანულ "გაბალასთან" 2:0 წააგო (2:3), ხოლო ბათუმის "დინამო" ასევე სტუმრად კვიპროსულ "ომონიასთან" 2:0 დამარცხდა (1:2).

ერთადერთი ქართული გუნდი, რომელიც ევროპულ საკლუბო ტურნირებზე განაგრძობს ასპარეზობას, გორის "დილაა". ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილა" ბელგრადის "პარტიზანს" დაუპირისპირდება.

დღეს, 9 ივლისს "ფიფა/კოკა-კოლას" ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა. რომლის მიხედვით საქართველის ნაკრები 165 ქულით 153-ე ადგილზეა, რაც ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

საუკეთესო ათეული კი ასეთია:

1. არგენტინა, 2. გერმანია, 3. ბელგია, 4. კოლუმბია, 5. ჰოლანდია, 6. ბრაზილია, 7. პორტუგალია, 8. რუმინეთი, 9. ინგლისი, 10. უელსი. ექსჩემპიონი ესპანეთი მოწინავე ათეულიდან გავარდა და მე-12 ადგილზე იმყოფება.

ასევე იხილეთ: აზერბაიჯანელების შურისძიება: "ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია