ყველას გვსმენია, რომ წინაპართა ცოდვები შთამომავლობას მოეკითხება. თუ ცხოვრებაში არ გაგვიმართლა, გვგონია, რომ წინაპართა ცოდვის გამო ვისჯებით.
მართლაც გადადის თუ არა ცოდვა შთამომავლობაზე და როგორ უნდა დავიცვათ თავი. ამ საკითხებზე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) გვესაუბრება:
- ეს საკითხი დიდ დაინტერესებას იწვევს და მუდმივად განსხვავებული პასუხები გვხვდება. გადადის თუ არა გენეტიკურად წინაპართა პირადი სულიერი მდგომარეობა მათ შთამომავლობაზე და შესაძლებელია თუ არა, რომ წინაპრების მძიმე პირადი ცოდვების მიზეზით წარწყმდეს მისი სისხლისმიერი შთამომავლობა, ე.ი. მამის ცოდვისათვის წარწყმედას მიეცეს ოჯახი, შვილები. წმინდა წერილში ამ საკითხს უამრავი მაგალითი მოეძებნება: პავლე მოციქული ბრძანებს: "ადამში ყველამ სცოდა", პირველად როდესაც დაეცა ადამი, მთელმა კაცობრიობამ დაკარგა სინათლე, ვინაიდან პირველმშობელი გახლდათ ადამი და მან სიბნელე აირჩია. იუდეველებს ისიც მიაჩნდათ, რომ ადამიანი ბრმა თუ დაიბადებოდა, ეს მისი მშობლების ბრალი იყო, მაგრამ ეს შეგნება დაურღვია ქრისტემ და უთხრა შემკითხველებს: არც ამან შესცოდა და არც მშობელთა მისთა (ინ. 9.3).
ნებისმიერი ცოდვის მიდრეკილებები შემოდის მშობლისგან შვილზე, მაგრამ არჩევანი მასზეა თუ საითკენ მიიდრიკება: ცოდვას დაუხრის თავს, ან შეეწინააღმდეგება.
განაგრძეთ კითხვა