ბერძნულ კრიზისს გამოქცეული ქართველები

ბერძნულ კრიზისს გამოქცეული ქართველები

დიასპორის საკითხების სამინისტროს არაოფიციალური მონაცემებით, 1 მილიონ 700 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფება გარე მიგრაციაში, რომლებიც 43 სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. აქედან 250 ათასი ადამიანი საბერძნეთში ცხოვრობს. მინისტრის, გელა დუმბაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთიდან მასობრივად ჩამოსვლას არ აპირებენ, მაგრამ დაბრუნების შემთხვევაში მზად არიან სხვადასხვა სამინისტროებთან დაკავშირებაში დაეხმარონ და ისარგებლონ იმ შეღავათებით, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს.

"მასობრივი დაბრუნება არ დაწყებულა, თუმცა, როგორც იტყვიან, პულტზე ხელი დაჭერილი გვაქვს და მზად ვართ ყველაფრისთვის. რამდენიმე დღეში ჩემი პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი ადგილზე ჩავა და კიდევ ერთხელ ახლოს გაეცნობა სიტუაციას. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მასობრივი სურვილი, რომ საქართველოში დაბრუნდნენ, არ შეინიშნება. ეს ხალხი წლების განმავლობაში უძლებდა იქ არსებულ სიტუაციას, ადაპტაციას და მორგებას ახდენდა და შესაბამისად ესეც ერთ-ერთი კრიზისთაგანია, რაც, სამწუხაროდ, საბერძნეთში ხშირად ხდება. ესენი აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და არავითარი მასიური სურვილი, რომ ჩამოვიდნენ, არ არის", - უთხრა "რეზონანსს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შემთხვევაში მისი სამინისტრო მზად არის პროვაიდერის ფუნქცია შეასრულოს და მოქალაქეებს რეინტეგრაციაში ხელი შეუწყოს. "აქ ჩამოსვლის შემდეგ სოზარ სუბარის უწყებაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც მათ რეინტეგრაციას უწყობს ხელს. ასე რომ, დაბრუნების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროვაიდერის ფუნქცია შევასრულოთ. მზად ვართ მივყვეთ ყველგან, სადაც ასეთი მომსახურების გაწევა შეუძლია ხელისუფლებას. მათთვის გარკვეული დახმარების აღმოჩენა არის სრულიად საქართველოს პრეროგატივა და ეს გაფანტულია მრავალ უწყებაში პროფილურად. გასულმა პერიოდმა გვიჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ მობილიზებულია, როცა საქმე ეხება კატასტროფას და სხვადასხვა შემთხვევებს. მობილიზებულია ასევე ქართული საზოგადოებაც. ესენი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და ერთეულების დაბრუნების შემთხვევაშიც მაქსიმალურს გავაკეთებთ. საბერძნეთის მთავრობა დაბნეულია და ევროკავშირმა არ იცის, რა ქნას. ეს მსოფლიო გლობალური პოლიტიკაა, იქ რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს, შესაბამისად ნუ შევქმნით ტრაგედიას, ამისგან", - გვითხრა დუმბაძემ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია