ოსი ქალბატონი ზნაურის რაიონის მოსახლეობის სახელით დახმარებას ითხოვს

ოსი ქალბატონი ზნაურის რაიონის მოსახლეობის სახელით დახმარებას ითხოვს

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ ბევრ ადამიანს შეუქმნა პრობლემა. ყველაზე მეტად კი ოკუპირებულ ზონაში მცხოვრებნი დაზარალდნენ.

ზნაურის რაიონის სოფალ თიღვადან თინა ბიწოევა დამიკავშირდა:

- ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით, 1 ივლისიდან მაუწყებლობა გაგვეთიშა. საღამოობით ყველანი ტელევიზორებთან ვიყავით მიმსხდარი და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვადევნებდით თვალს. ამბებს ვიგებდით, გასართობ გადაცემებსაც ვუყურებდით. ისედაც საშინელ დღეში ვართ, მოწყვეტილი ვართ სამშობლოს... ახლა უვე ამბებსაც ვეღარ ვიგებთ.

ოსი ვარ, მაგრამ საქართველოა ჩემი სამშობლო და აქ მცხოვრები ყველა ადამიანი ასე თვლის. ჩვენს სოფელში - თიღვაში 250 კომლი ცხოვრობდა, ახლა 30 ვართ დარჩენილი, აქედან 12 ოსური ოჯახია, დანარჩენები - ქართველები. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ.

ახლა, რაც ტელევიზიებიც გაგვეთიშა, სახლში აღარავინ შედის, შუაღამემდე ბირჟაზე ვსხედვართ და ვლაპარაკობთ.

ძალიან გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა ვინმეს, რომ დაგვეხმარონ. ნუ დაგვაკარგვინებენ საქართველოს მთლიანად.

დიდ გასაჭირსა და სიღარიბეში ვართ ისედაც, 3 500 მანეთი (დაახლოებით 138 ლარი - ავტ) მაქვს პენსია და წამლებისთვის ძლივს მყოფნის. ბუნებაც არ გვიწყობს ხელს, გვალვაა და გახმა ყველაფერი...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია