ვინ არის ახალი მოწმე ლიკა კიკიანის საქმეში და რა აუდიოჩანაწერს ფლობს ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე

ვინ არის ახალი მოწმე ლიკა კიკიანის საქმეში და რა აუდიოჩანაწერს ფლობს ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე

კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე პროკურატურაში ახალი მტკიცებულების წარდგენას გეგმავს, რომელიც მისი თქმით, პოლიციელების ბრალეულობას ამტკიცებს. მასალაში, რომელსაც ირაკლი მამალაძე ფლობს, ერთ-ერთი მოწმე ყვება, როგორ გაუსწორდნენ სამართალდამცველები კლუბ ”ვიტამინის” მენეჯერს.

მოწმე შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებშიც ფიგურირებს და სწორედ მას ასახელებდა ლიკა კიკიანი თვითმხილველთა შორის, რომელმაც, კიკიანის თქმით, მოგვიანებით ზეწოლის გამო ჩვენება შეცვალა. მამალაძე აცხადებს, რომ პოლიციამ მას განყოფილებაში მიყვანისთანავე ზეწოლის ქვეშ ცრუ ჩვენება დააწერინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით დაემუქრა. მამალაძის ინფორმაციით, სწორედ ამ მუქარის გამო მოწმეს გამოჩენა არ სურს.

”ნამდვილად ჰქონდა ადგილი ცემის ფაქტს. მე მაქვს გარკვეული აუდიოჩანაწერები ამასთან დაკავშირებით. ამის გასაჯაროვებას ამ ეტაპზე მე არ მივიჩნევ საჭიროდ. ის პირად საუბრებში აცხადებს, რომ ლიკა კიკიანს იმ დღეს ნამდვილად სცემდნენ და მოათრევდნენ ცემით. ამას ის უშუალოდ შეესწრო, ვერ გაუძლო, მივიდა და ჩაერია ინციდენტში. რის შემდეგაც მისი დაკავებაც მოხდა. ჩაერივნენ მაღალჩინოსნები და ეს ადამიანი იმის გამო, რომ გათავისუფლებულიყო პასუხისმგებლობიდან, სწორედ ამის სანაცვლოდ მოხდა ჩვენების შეცვლა", - განაცხადა მამალაძემ "კურიერთან" საუბარში.

მოწმე, ვისზეც მამალაძე საუბრობს, ვიდეოჩანაწერში ლიკა კიკიანმაც ახსენა. კიკიანის თქმით, როდესაც მას პოლიციელები უსწორდებოდნენ, ორი ახალგაზრდა ბიჭი დაეხმარა. კიკიანის თქმით, სამართალდაცველებმა ისინიც სცემეს.

მოწმე სავარაუდოდ, იმ ვიდემასალაშიც ფიგურირებს, რომელიც გენერალურმა ინსპექციამ გაავრცელა.

მამალაძე აუდიოჩანაწერის პროკურატურისთვის გადაცემას აპირებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ