"ამ ქვეყანაში ნარმანია ვერაფერს წყვეტს" - აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან

"ამ ქვეყანაში ნარმანია ვერაფერს წყვეტს" - აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილები ნაძალადევის გამგებელს, ზაზა გაბუნიას ტყუილში ადანაშაულებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა ქალბატონმა თამარ ცუცქირიძემ განუცხადა, გაბუნიამ ზღვის უბნის დასახლებაში მცხოვრებლებს გამოსახლების სანაცვლოდ ალტერნატიულ ფართებს ჰპირდებოდა, თუმცა მას მერე აღარ გამოჩენილა. ამასთან, როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, ასამდე ოჯახის გამოსახლებაზე ხელი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს აქვს მოწერილი. მისივე თქმით, შენობები, სადაც ეს ოჯახები ცხოვრობენ უკანონოდ გადაუბორმეს მეტრომშენს. "სურთ რომ 2-2 ოჯახად გამოგვასახლონ რათა ეს პროცესი შეუმჩნეველი დარჩეს. დღეს მცირეწლოვანი ბავშვებით ორი ოჯახი გამოასახლეს.

ჩვენ ზღვის უბნის დასახლებაში ვცხოვრობთ 2003 წლიდან. 13 წლის განმავლობაში საკომუნიკაციო საშუალებები ეკონომიკის სამინისტროს ნებართვის საფუძველზე ჩვენ თვითონ შევიყვანეთ. ახალი და ძველი თბილსის ხელისუფლების ურთიერთობების დაძაბვის ფონზე შენობები უკანონოდ გადაუფორმეს მეტრომშენს ისე, რომ ჩვენი ინტერესები არ გაითვალისწინეს. 2 თვის წინ შეგვხვდა ზაზა გაბუნია და შემოგვთავაზა ალტერნატიული ფართები, თუმცა მან მოგვატყუა და მისი დაპირება ემსახურებოდა თურმე ჩვენს მოტყუებას", - განაცხადა თამარ ცუცქირიძემ.

მისი თმით, დღეს გამოსახლებული 2 ოჯახი ამ დრომდე ქუჩაში ცხოვრობს. ამასთნ, ზღვის უბანში მაცხოვრებელი აცხადებს, რომ დღეს შეეცადნენ გამოგებლის მოადგილესთან დაკავშირებას, თუმცა გაბუნიას მოადგილემ ტელეფონი გამორთო. "ისინი მოვიდნენ დაპირებებით და ჩვენ მათ მხარი დავუჭირეთ, ახლა კი გაგვანადგურეს. ჩვენ სამართლებრივ დავაში ვართ მერიასთან, თუმცა გვითხრეს, რომ ამ ქვეყანაში ნარმანია ვერაფერს წყვეტს და წყვეტს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ მოვედით მის სახლთან და ვითხოვთ დახმარებას", - გაგაცხადა თამარ ცუცქირიძემ.

ამ დრომე ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილები არიან ზღვის უბნის მაცხოვრებლები. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."